მთავარი » ჩვენს შესახებ, ჩვენი მისია / About us, Our Mission
თარიღი და დრო

ჩვენს შესახებ, ჩვენი მისია / About us, Our Mission

                                             

   გლობალ ელექტრონიქსი (ID:206129376) დაფუძნდა 2003 წელს. მისი საქმიანობა მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას: 1.თანამედროვე ელექტრო ტექნოლოგიების პროექტირება-დანერგვა  2.ინოვაციური და მზარდი არქიტექტურა, კონსტრუქციების, ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინის პროექტირება-დამუშავება. კომპანიის დაარსებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში მისი რეკლამების სათავეში ჩნდება წარწერა - “ჩვენ ვქმნით ხარისხის ფილოსოფიას”, ხოლო მოგვიანებით კიდევ ერთი სლოგანი - "ჩვენ არ დავთმობთ ლიდერობას", რაც უკავშირდება გეგმიურ მზადებას იმ წლების განმავლობაში, რომლის დროსაც შეიქმნა ფიზიკური და ინტელექტუალური რესურსების უდიდესი ბაზა, რომელიც შემდგომში კომპანიის წარმატებების საწინდარი გახდა. გლობალ ელექტრონიქსი მართლაც ლიდერია როგორც თანატოლებს, ასევე წინამორბედებს შორის, ვინაიდან მისი ძირითადი პრიორიტეტები ეფუძნება სიღრმისეულ ცოდნასა და იმ გიგანტურ ანალიტიკურ შტრიხებს, რომელიც სრულიად ანგრევს და ანადგურებს შეხედულებებს იმის შესახებ, თუ როგორ უახლოვდება ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები თანამედროვე ტექნოლოგიების ევოლუციის ზღვარს.

   გლობალ ელექტრონიქსში გაერთიანდნენ ადამიანები, რომლებმაც თავიანთი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და ენთუზიაზმი მიუძღვნეს ხვალინდელ დღეს, კაცობრიობის მომავალს. ჩვენ აღარ გვაფიქრებს ის, თუ რას მოგვთხოვს დამკვეთი, ვინაიდან თითქმის არ არსებობს მცირეოდენი მიზეზიც კი, თუნდაც ეს იყოს ფანტაზიის ნაყოფის ურთულესი ნაწილი, რომელიც სტუმრად მოსულს უარით
 გაგვასტუმრებინებს. ისტორიამ დაგვარწმუნა, რომ ერთ დროს უტოპიად მიჩნეული, დღეს რეალობაში ვიხილეთ. რა თქმა უნდა, ვუგულებელვყოფთ პანაცეურ დამოკიდებულებებს, მაგრამ, ამავდროულად, ჩვენი პოტენციალი გვაიძულებს თვალი გავუსწოროთ რეალობას. ჩვენთან დამყარებული საქმიანი ურთიერთობებისას კი დარწმუნდებით, რომ ჩვენს მიერ გაკეთებული განცხადებების გარკვეული ნაწილი მართლაც რომ ექსკლუზიურია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არსებულ ტექნოლოგიებთან ერთად გთავაზობთ ისეთ პროექტებს, რომელიც მხოლოდ თქვენს სურვილებსა და ფანტაზიებს შეერწყმება.

   გლობალ ელექტრონიქსის მისიაა ღირსეული წვლილი შეიტანოს თითოეული ოჯახისა და ქვეყნის მშენებლობაში, მიაწოდოს თანამედროვე ტექნიკური და არქიტექტურულ-დიზაინერული ტექნოლოგიები ყველა ოჯახს, ორგანიზაციას თუ თითოეულ ადამიანს ფართო ასორტიმენტითა და საუკეთესო მომსახურებით.

     კომპანიის ძირითადი ღირებულებებია:
 1. სიჯანსაღე, კომფორტულობა, უსაფრთხოება და სიმშვიდე.

 2. მუდმივი სწრაფვა მოდერნიზაციისა და წარმატებებისკენ.
 3. მუდმივი ზრუნვა მომხმარებელზე, კრეატიულობა.
კომპანიას ჰყავს დიდი გამოცდილებისა და ცოდნის მქონე, მაღალკვალიფიციური პერსონალი, რომელთა გამოცდილება ათეულობით წლებს მოიცავს. თითოეულს გააჩნია კვალიფიკაციის ამსახველი სერთიფიკატი და დიპლომი, და ყოველივე ამის შესაბამისად, მათ მიერ  შესრულებული სამუშაოების ხარისხი, შეიძლება ითქვას, 100%-საც კი აღემატება. შედეგად ყოველგვარი შეფერხების გარეშე, სრულდება ნებისმიერი მასშტაბის სამუშაოების სრული ციკლი- პროექტირებიდან ექსპლოატაციაში გადაცემამდე.
   გლობალ ელექტრონიქსს გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები სხვა წამყვან კომპანიებთან, რომელიც საშუალებას იძლევა ნებისმიერ დროს განვახორციელოთ მაღალხარისხიანი მზა პროდუქციის იმპორტი, და გარკვეული პროექტის მიხედვით, მათთან მოვახდინოთ ჩვენი ტექნოლოგიების ინტეგრაცია, რომელიც საბოლოოდ, სრულად დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს.

   ჩვენი მოღვაწეობის პერიოდში მაღალმა პროფესიონალიზმმა, მიზანდასახულობამ და ფართო მენეჯმენტმა განაპირობა კომპანიის სტაბილურად განვითარება. შედეგის სახით, ჩვენთან კონტაქტს ამყარებენ ისეთი მსხვილი კომპანიები და ორგანიზაციები, როგორიცაა სასტუმროები, ბანკები, საელჩოები, სამედიცინო თუ სავაჭრო ცენტრები, პროვაიდკომპანიები, მუზეუმები და სხვა. დღეისათვის გლობალ ელექტრონიქსმა შესძლო განეხორციელებინა თავისი მიზანი, რომელსაც თავის მხრივ მოჰყვა წარმატებათა სრული ნუსხა. ჩვენი კომპანიის მზარდი პოტენციალი უფლებას გვაძლევს დაინტერესებულ პირებს პროდუქციასა და სერვისთან ერთად შევთავაზოთ თანამშრომლობა ურთიერთმომგებიან პარტნიორულ პირობებზე.

                                                                                                                                                                                                                                                                                             პატივისცემით- PR მენეჯერი  / Best regards- PR Manager

© 2003 - 2024. GLOBAL ELECTRONICS LTD. All rights reserved. ყველა უფლება დაცულია კანონით.