მთავარი » სერვისი » უფასო სერვისი - პასუხი თქვენს კითხვებზე / The answer to your questions
თარიღი და დრო

უფასო სერვისი - პასუხი თქვენს კითხვებზე / The answer to your questions

     გლობალ ელექტრონიქსი მზად არის სრულიად უანგაროდ, სწრაფად და ამომწურავად გასცეს პასუხი თქვენს მიერ დასმულ კითხვას ელექტრო-ტექნიკური სფეროდან. კითხვა უნდა იყოს დასმული კონკრეტულად და ისეთი ფორმით, რომელიც არ მოითხოვს სწავლებითი ხასიათის პასუხს. კითხვა უნდა გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე- SUPPORT@GLOBALELECTRONICS.GE წერილში სავალდებულოა მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი ან ფსევდონიმი. პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ამავე გვერდზე, რომელიც განთავსდება 1-12თვით. კითხვა-პასუხი
ჩვენი ცოდნა და გამოცდილება თქვენს სამსახურში

კითხვა          პასუხი

 
დავით დესპოტაშვილი - გამარჯობათ 200 250 მეტრზე გვინდა ალუმინის კაბელი მესამე ფაზა რომ მივიღოთ 2*10ზე საკმარისია გიპერის სალესი აპარატი უნდა ვამუშაოთ 5.5კვტ ძრავის მატორით
პასუხი
მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. 250 მეტრის შემთხვევაში, ჰაერში მონტაჟის დროს, გამშვები დენის, სელექტიურობის დაცვისა და ∆U-ს გათვალისწინებით, გესაჭიროებათ ალუმინის კაბელი კვეთით 4x16mm2, თუ დამიწების კონტურს მოაწყობთ ადგილზე, ხოლო ოთხიდან ერთ ძარღვს გამოიყენებთ ნეიტრალისთვის საჭიროებისას.

ბესო - გამარჯობათ, 50 კვტ მოხმარებაზე 120 მეტრი მანძილი, მიწისქვეშ რა კვეთის კაბელი უნდა მივიყვანოთ? მადლობა წინასწარ.
პასუხი-
მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. ალუმინის კაბელი კვეთით 4x35mm2, თუ დამიწების კონტურს მოაწყობთ ადგილზე.

არჩილ აბესაძე - მოგესალმებით. 45კვტ, 3ფაზა, რა კვეთის ალუმინის კაბელი დამჭირდება ჰაერში სამონტაჟოდ 150მეტრის შემთხვევაში?
პასუხი
მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. ალუმინის კაბელი კვეთით 4x50mm2, თუ დამიწების კონტურს მოაწყობთ ადგილზე, ხოლო ოთხიდან ერთ ძარღვს გამოიყენებთ ნეიტრალისთვის.

Chakvi Station -
მადლობა   გლობალ ელექტრონიქსს  პირველ რიგში რომ ასეთ სასარგებლო უფასო და კვალიფიციურ რჩევებს იძლევით.
      მაინტერესებს მშენებარე ბინების ელექტროფიცირებისას რაიმე კანონმდებლობა თუ არსებობს რომელიც ელექტოფიცირების სამსახურს რაიმე სტანდარტებში აიძულებს სერვისის გაკეთებას. როგორც ვიცით რაც უფრო დიდია მანძილი მრიცხველიდან მომხმარებლამდე მით მეტია კაბელის წინაღობა და შესაბამისად ელექტროდანაკარგიც. რამე სტანდარტი თუ არსებობს რომ მაგალითად მრიცხველიდან მომხმარებლამდე კაბელი რაღაც სიგრძეზე მეტი არ უნდა იყოს. (თქვენი უფასო რჩევებიდან ნათელია რომ თეორიურად ხდება გათვლები და მაგით რაღაც სტანდარტში უნდა იყოს, მაგრამ მე მაინტერესებს რაიმე კანონი თუ არსებობს რომ ელექტრიკოსის კეთილ ნებაზე არ ვიყოთ დამოკიდებული.) მადლობა წინასწარ. 
     აქვე მეორე შეკითხვა თუ შეიძლება. 3X4 მმ სპილენძის კაბელი რა მაქსიმალური სიგრძის უნდა იყოს მრიცხველიდან მომხმარებლამდე რომ წინაღობა დასაშვებ ზღვრამდე იყოს.?
პასუხიმოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. კანონი არ არსებობს. არსებობს საერთაშორისო სტანდარტები და ნორმები, რომელსაც, შეიძლება ითქვას რომ, კანონის ძალა აქვს. მეორე- თქვენს შემთხვევაში კაბელის კვეთი შეირჩევა არა მისი წინაღობით, არამედ ნომინალური დენგამტარობით და ძაბვის დანაკარგის გამოთვლით მანძილის, მოთხოვნილი სიმძლავრისა და კაბელის სამონტაჟო არეალის მიხედვით, რითიც შეირჩევა კაბელის კვეთის საბოლოო სიდიდე, რა დროსაც ძაბვის დანაკარგი- ∆U არ უნდა აღემატებოდეს დასაშვებ ზღვარს. კაბელის სამონტაჟო სიგრძე არ არის შეზღუდული, მაგრამ თუ დიდი მანძილი მოითხოვს კაბელის კვეთის მეტად გაზრდას და მისი ღირებულება აღემატება ახალი კ.ს.ქვესადგურის მონტაჟის ღირებულებას, ან არ არსებობს შესაბამისი კვეთის კაბელი, ან ვერ ხერხდება ყველაზე დიდი კვეთის კაბელების გამოყენებითაც კი შედეგის მიღწევა, ამისათვის უკვე გამოიყენება მაღალი ძაბვა და ჩნდება ახალი კ.ს.ქვესადგურის მონტაჟის აუცილებლობა (არსებობს სხვა ტექნიკური ნიუანსებიც და მოთხოვნებიც), რაც თქვენს შემთხვევაში, როგორც გადმოსცემთ ვითარებას, რა თქმა უნდა, არ არის საჭირო. მოგვწერეთ მოთხოვნილი სიმძლავრე და მანძილი მრიცხველიდან თქვენი შენობის მთავარ ელექტრო სადისტრიბუციო კარადამდე, აგრეთვე კაბელი მიწაში განთავსდება თუ ჰაერში, და გიპასუხებთ თუ რა კვეთის კაბელი უნდა გამოიყენოთ.

კ.მამაცაშვილი  - 
მოგესალმებით. 240კვტ, 3ფაზა, რა კვეთის ალუმინის კაბელი დამჭირდება ჰაერში სამონტაჟოდ 140მეტრის შემთხვევაშ?
პასუხიმოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. ძაბვის დანაკარგის გათვალისწინებით, თქვენ გესაჭეროებათ ალუმინის კაბელი კვეთით 2X(3X240+1X120მმ2). 

კ.მამაცაშვილი  - მოგესალმებით. 20კვტ-ს მოიხმარს დანადგარი, 3ფაზა და რა კვეთის ალუმინის კაბელი დამჭირდება ჰაერში სამონტაჟოდ 20მეტრის შემთხვევაშ?
პასუხი-მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. ძაბვის დანაკარგის გათვალისწინებით, 20კვტ აქტიური დატვირთვისთვის თქვენ გესაჭეროებათ ალუმინის კაბელი კვეთით 5X16მმ2. კაბელის დასაწყისში გამოიყენეთ (გამყვანი)ა/ამომრთველი ნომინალური დენგამტარობით 50A/C/3P/10kA, ხოლო კაბელის ბოლოში (შემყვანი)ა/ამომრთველი ნომინალური დენგამტარობით 40A/C/3P/10kA.

კობა გილიგაშვილი  - მოგესალმებით. მრიცხველი დგას ობიქტიდან 450-500 მეტრში. ობიექტზე მინდა მივიღო 10-15 კვტ სიმძლავრის დენი,რა სიძლიერის ალუმინის კაბელი უნდა შევიძინო რომ მივიღო ამ მანძილზე ეს სიმძლავრე (10-15კვტ),საუბარია 3 ფაზიან კაბელზე. მადლობა წინასწარ. კაბელი მონტაჟდება ჰაერში.
პასუხიმოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. ძაბვის დანაკარგის გათვალისწინებით, 15კვტ აქტიური დატვირთვისთვის თქვენ გესაჭეროებათ ალუმინის კაბელი კვეთით 4X50მმ2. დამიწების კონტური უნდა მოაწყოთ ადგილზე. სელექტიურობის დაცვის თანახმად, კაბელის დასაწყისში გამოიყენეთ (გამყვანი)ა/ამომრთველი ნომინალური დენგამტარობით 80A/C/3P/16kA, ხოლო კაბელის ბოლოში (შემყვანი)ა/ამომრთველი ნომინალური დენგამტარობით 63A/C/3P/16kA და შემდეგ 40A/C/3P/10kA როგორც გამყვანი ა/ამომრთველი.

zorik Jaxaia  -   მოგესალმებით! თქვენი დახმარე გვჭირდება თუ შეიძლება: ტრანსფორმატორიდან ობიექტამდე მინდა დაბალი ძაბვის 380 ვოლტის მიყვანა, ობიექტზე მაქ რამოდენიმე მატორი, მათი ყველასი ერთად დანახარჯი იქნება 50 კილოვატი, მათ შორის მანძილი 120 მეტრია. რა კვეთის მქონე კაბელი დამჭირდება? კაბელი იქნება ბოძებით გადაყვანილი და იმას თქვენ მირჩევთ ალბათ რომ ალუმინის კაბელი უკეთესი იქნება
პასუხი-მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. ძაბვის დანაკარგის გათვალისწინებით, აგრეთვე თუ ძრავების გაშვება ერთდროულად არ მოხდება, თქვენ გესაჭეროებათ ალუმინის თვითმზიდი კაბელი კვეთით 4X95მმ2. დამიწების კონტური უნდა მოაწყოთ ადგილზე. სელექტიურობის დაცვის თანახმად, კაბელის დასაწყისში გამოიყენეთ D კლასის (გამყვანი)ა/ამომრთველი ნომინალური დენგამტარობით 160A/4P/35kA, ხოლო კაბელის ბოლოში D კლასის (შემყვანი)ა/ამომრთველი ნომინალური დენგამტარობით 125A/4P/25kA.

ამირან სულაშვილი -   
გამარჯობათ, მჭირდება მაღალი ძაბვის კაბელი 380ვოლტისთვის, 300 მეტრი, სპილენძის კვეთით, კაბელი განთავსდება მიწის ზემოთ ბოძებზე, დატვირთვა დაახლოებით 7-8 კილოვატი, დენის მიწოდება მოხდება ელექტრო ძრავებზე, თითო ძრავის სიმძლავრე არის 0.55 კილოვატი, სულ 14 ძრავი. გთხოვთ დამიდგინოთ კაბელის კვეთი.
პასუხი-
 მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. ძაბვის დანაკარგის გათვალისწინებით, თქვენ გესაჭეროებათ სპილენძის კაბელი კვეთით 4X16მმ2. დამიწების კონტური უნდა მოაწყოთ ადგილზე. სელექტიურობის დაცვის თანახმად, კაბელის დასაწყისში გამოიყენეთ D კლასის (გამყვანი)ა/ამომრთველი ნომინალური დენგამტარობით 32A/4P/10kA, ხოლო კაბელის ბოლოში D კლასის (შემყვანი)ა/ამომრთველი ნომინალური დენგამტარობით 25A/4P/10kA.
შენიშვნა- ძაბვა AC380V(ვოლტი) მიიჩნევა დაბალ ძაბვად.


ავთო kev -   გამარჯობათ, ახლახანს ვნახე ეს გვერდი და ძალიან გამეხარდა, იმედია ჩემს პრობლემას ეშველება. მოკლედ სახლში მაქვს 1 ცალი დიფერენციალური ავტოამომრთველი(დიფერენციალური გაჟონვის რელე) 30A, ხშირად როცა ვრთავ ჭურჭლის სარეცხის მანქანას მოცემული ამომრთველი მუშაობის შუაში ითიშება და სახლში დენს ვერ ვრთავ სანამ ჭურჭლის სარეცხის მანქანას როზეტიდან არ გამოვაერთებ, შეგიძლიათ რამე მირჩიოთ ?
პასუხი
 მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. სავარაუდოდ, ჭურჭლის სარეცხი მანქანის მუშაობის დროს, დიდი ალბათობით, ადგილი ექნება დენის გაჟონვას (თუმცა შესაძლოა ამომრთველის ნომინალური დენგამტარობა არ იყოს საკმარისი, როცა მთლიან ელქსელს დამატებით ტვირთავთ ჭურჭლის მანქანით). ამიტომ, ჯერ სპეციალისტს შეამოწმებინეთ მანქანა დენის გაჟონვაზე მუშაობის სრული ციკლის დროს, განსაკუთრებით, როცა ის იღებს წყალს და ღვრის, თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, შეცვალეთ დიფერენციალური ა/ამომრთველი. ხარვეზის აღმოფხვრამდე ნუ ისარგებლებთ აღნიშნული მოწყობილობით თქვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად.

ბესიკ1914 -   გამარჯობათ, სახლში გადავწყვიტეთ სტაბილიზატორის ან ძაბვის მაკონტროლებელი რელეს დაყენება . რომელს მირჩევდით რომ გამეკეთებინა თუ ორივე ერთად უფრო იმუშავებს?
პასუხი-  
მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. გირჩევთ დაამონტაჟოთ სტაბილიზატორი. ძაბვის მაკონტროლებელი არასტაბილური ძაბვის შემთხვევაში შეგიწყვეტთ ელექტრო ენერგიას, სტაბილიზატორი კი დაგირეგულირებთ რეგულაციის საზღვრებში და ელექტრო ენერგია არ შეგიწყდებათ.

ბესიკ ჭუმბურიძე -   გამარჯობა, სახლი დაახლოებით მოიხმარს 45 კილოვატამდე ენერგიას, კაბელი მიწაში იდება და მანძილი 30 მეტრია. რა კვეთის კაბელი იქნება საჭირო?
პასუხი-  
მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. სელექტიურობის დაცვის გათვალისწინებით თქვენ გესაჭიროებათ ალუმინის კაბელი კვეთით 4X25+1X16მმ2, მაგრამ თუ დამიწების კონტურს მოაწყობთ სახლის ეზოს ტერიტორიაზე, მაშინ გამოიყენეთ კაბელი კვეთით 3X25+1X16მმ2. კაბელის დასაწყისში გამოიყენეთ ავტოამომრთველი 100A/3P/C, ხოლო კაბელის ბოლოში 80A/3P/C.

გიორგი M-   გამარჯობა, ახლადაშენებულ კარკასული ტიპის ორსართულიან სახლში დამიწების სადენი რომ სახლის კარკასის არმატურას დავუერთო და იქიდან მივიღო დამიწება კარგად იმუშავებს? მადლობა წინასწარ!
პასუხი-  
მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. ეს დაუშვებელია!

გიორგი M-   მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მეორე კითხვა მაქვს ასეთი: ჩამრთველებისთვის გაყვანილი მაქვს ორწვერიანი 1.5 კვეთის სადენები. რამდენიმე ადგილას საკუთარ სახლში მჭირდება რევერსული ჩამრთველების დაყენება. ვიცი რომ როგორც წესი სამი წვერი ჭირდება რევერსულ ჩამრთველებს. ორწვერა სადენებით თუ შევძლებ რევერსის გაკეთებას? სადენები უკვე დაფარულია ნალესით.. მადლობა წინასწარ!
პასუხი-  
მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. სამწუხაროდ, ვერ შეძლებთ.

ავთო ძნელაძე-   გამარჯობა, 9კვტ "ატმორისათვის" მესაჭიროება 10 მ.სიგრძის კაბელი. როგორი კვეთის კაბელია საჭირო და ა/ამომრთველი?
პასუხი-
 მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. შეგიძლიათ გამოიყენოთ სპილენძის კაბელი სტანდარტული კვეთით 3X6მმ2, თუ გამაცხელებელი მუშაობს 220ვოლტზე. გამოიყენეთ ცალკე დიფერენციალური ავტოამომრთველი 50A/2P/B/10kA 30mA-გაჟონვაზე. სავალდებულოა დამამიწებელი ძარღვის კონტაქტის მყარი დაფიქსირება, დამიწების წინაღობა Rდ არ უნდა აღემატებოდეს 8ომს. სამუშაოები უნდა შესრულდეს კვალიფიციური ელექტრიკოსის მიერ.

დათო მაღრაძე-   გამარჯობა, როცა გამანაწილებელ კარობკაში ოთხი შტეფცელის წყვილია  2.5 კვეთით , ამომრთველიდან კარობკამდე რა კვეთის კაბელია საჭირო?
პასუხი
მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. გამოიყენეთ სპილენძის კაბელი კვეთით 3X2,5მმ2, ხოლო ამ კაბელისთვის ელ.ფარში (საცხოვრებელი ბინის შემთხვევაში) გამოიყენეთ ა/ამომრთველი 25A/1P/C, თუ მის გვერდით არსებობს სხვა ა/ამომრთველებიც, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენეთ ა/ამომრთველი 20A/1P/C.

ზვიად ოქრომელიძე-   გამარჯობა. მაქვს 9კვტ-იანი წყლის გამაცხელებელი. მანძილი შემომავალი ავტომატიდან გამაცხელებლამდე 7მ-ია. გთხოვთ გამარკვიოთ, რა კვეთის კაბელი და რა ტიპის ავტომატია საჭირო და შეიძლება თუ არა გამაცხელებლის კაბელის დასმა შემომავალ ავტომატზე(50A b), დამატებითი ავტომატის გარეშე. გმადლობთ?
პასუხი
 მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. შეგიძლიათ გამოიყენოთ სპილენძის კაბელი სტანდარტული კვეთით 3X6მმ2, თუ გამაცხელებელი მუშაობს 220ვოლტზე. გამოიყენეთ ცალკე დიფერენციალური ავტოამომრთველი 50A/2P/B/10kA 30mA-გაჟონვაზე. სავალდებულოა დამამიწებელი ძარღვის კონტაქტის მყარი დაფიქსირება, დამიწების წინაღობა Rდ არ უნდა აღემატებოდეს 8ომს. სამუშაოები უნდა შესრულდეს კვალიფიციური ელექტრიკოსის მიერ.

ანზორ ნადირაშვილი-   გამარჯობათ. მაინტერესებს ამომრთველებზე რომ აწერია B. C. რას ნიშნავს?
პასუხი-  
მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. B, C, D... აღნიშნავს ა/ამომრთველის კლასს. მაგალითად C კლასის ა/ამომრთველს მეტი დაყოვნების შესაძლებლობა გააჩნია, ვიდრე B კლასის ა/ამომრთველს. შეგიძლიათ იხილოთ ა/ამომრთველების კლასიფიკატორის კატალოგი. ზოგადად, ა/ამომრთველების კლასი განიზასღვრება ელექტრო ინჟინრის მიერ, ან პროექტირებისას, რა დროსაც ითვალისწინებენ დატვირთვის სახეს.

ავთო ძნელაძე-   გამარჯობა. მაქვს 7კვტ. წყლის გამაცხელებელი. ბინის ძირითადი ავტომატიდან მანძილი 7-8  მეტრია. რა კვეთის სადენია საჭირო და როგორი ავტომატი დავაყენო უშუალოდ გამაცხელებელთან. მრავალწვერიანი კაბელია უკეთესი თუ "ერთჟლიანი"?
პასუხი-  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. გამოიყენეთ ერთძარღვა სპილენძის კაბელი კვეთით 3X6მმ2. გამაცხელებელთან დაამონტაჟეთ დიფერენციალური ავტოამომრთველი 40A, 30mA გაჟონვაზე, ხოლო ბინის მთავარ ფარში გამოიყენეთ ორპოლუსიანი ავტოამომრთველი 50A/2/B/10kA. გამაცხელებელი  აუცილებლად უნდა დამიწდეს. სამუშაოები უნდა შესრულდეს კვალიფიციური ელექტრიკოსის მიერ.

ლაშა გელაშვილი-  1. მოგესალმებით. 20 კვადრატული მეტრი ფართის ოთახში გამყავს განათების, როზეტებისა და ძირითადი შემომავალი სადენები შესაბამისად 2X1.5 და 2X2.5, (ორივე სპილენძის მრავალწვერიანი) და 2X4 (სპილენძის ერთწვერიანი). როზეტები მაქვს დაწყვილებული ორ-ორად, ოთახში სულ 6 წყვილი. ვაპირებ ავტომატური ამომრთველების ყიდვას და გთხოვთ მირჩიოთ:
1.  2X2.5 იანი სადენი თუ გაუძლებს დაწყვილებული როზეტების დატვირთვას? (ვთქვათ წყვილზე ერთი მაცივარი და ერთი შედარებით მცირე მოხმარების ტექნიკა)
2. ძირითადი შემომავალი სადენი აღნიშნული ფართისთვის საკმარისია? (რამდენ კილოვატ სიმძლავრეზეა გათვლილი)
3. განათების და როზეტებისთვის აღნიშნულ სადენებზე რომელი და რამდენი ამომრთველი დავაყენო? (ვაპირებ დავაყენო ერთი ამომრთველი განათებისთვის, რაც შეეხება როზეტებს, მათთვის ჯამში ერთი ამომრთველი ყენდება თუ ჩემს შემთხვევაში თითოეული წყვილისთვის ცალ-ცალკე?
global electronics მადლობა კვალიფიციური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობისთვის.

   
პასუხი-  
მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. თითოეულ ჯგუფზე (კაბელზე 2X2.5მმ2) შეგიძლიათ დააერთოთ მაქსიმუმ 4ცალი ელექტრო როზეტი (თუ მეტი როზეტი გაქვთ, მაშინ შექმენით მეორე ჯგუფი ა/ამომრთველთან ერთად), აღნიშნული კაბელისთვის უნდა გამოიყენოთ მაქსიმუმ 25A/6kA-ანი C კლასის ერთპოლუსიანი ა/ამომრთველი. ხოლო განათებისთვის, თქვენს შემთხვევაში, გამოიყენეთ კაბელი 2x1.5მმ2 და ამ უკანასკნელისთვის მაქსიმუმ 16A/6kA-ანი B კლასის ერთპოლუსიანი ა/ამომრთველი. შენიშვნა: თუ სანათები და ელექტრო როზეტები არის დამამიწებელი კონტაქტით, აუცილებელია გამოიყენოთ სამძარღვიანი კაბელები ორივე შემთხვევაში. აგრეთვე შემყვანი კაბელი კვეთით 2x4მმ2 ჩაანაცვლეთ კაბელით 3x4მმ2, სადაც ერთი ძარღვი განკუთვნილი იქნება დამიწებისთვის. შემყვანი კაბელისთვის, ელექტრო სადისტრიბუციო ფარში, გაითვალისწინეთ 32A/6kA-ანი C კლასის ორპოლუსიანი ა/ამომრთველი. გაფრთხილებთ რომ, 220ვოლტი სიცოცხლისათვის საშიში ძაბვაა!

ზვიადი K-  1. მაინტერესებს 10 ამპერიანი და 20 ამპერიანი ამომრთველები რა დატვირთვას უძლებს, ანუ რამდენი კილოვატი ხელსაწყოები უნდა ჩავრთო. საუბარია საყოფაცხოვრებო ნივთებზე 2. ანტენიდან შემომავალ ერთ კაბელზე ორი ტელევიზორის შეერთება თუ შეიძლება? 3. მადლობა რომ ასეთი სასარგებლო საიტი გაქვთ და ბევრი რამ ელექტროობაზე გავიგე.
   
პასუხი-  
მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. თუ საუბარია ერთპოლუსიან ავტოამომრთველებზე, მაშინ: 1. 10 ამპერიანი ავტოამომრთველი შეგიძლიათ დატვირთოთ მაქსიმუმ 2კილოვატით, 20 ამპერიანი კი მაქსიმუმ 4კილოვატით. მისი კლასი შეირჩევა ელექტრო მომხმარებლის ტიპის მიხედვით. 2. ერთ კაბელზე შესაძლებელია ორი ტელევიზორის შეერთება სპეციალური TV სპლიტერის გამოყენებით. სახლის პირობებში (ასეთ შემთხვევაში) სასურველია გამოიყენოთ კოაქსიალური კაბელი RG59 ან RG6U ტიპის.

კახაბერ ჭელიძე-   მინდა შევიძინო ელექტრო ქურა რომელიც მოიხმარს 8 კილოვატ ენერგიას. სახლში მაქვს ელექტრო გაყვანილობა 2,5 კვეთიანი მრავაწვერა სპილენძის გაყვანილობა. გთხოვთ მიპასუხოთ გაუძლებს ჩემი გაყვანილობა 8 კილოვატიან დატვირთვას თუ ცალკე უნდა შევიყვანო ქურისთვის გაყვანილობა?
   
პასუხი-  
მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. თქვენ გესაჭიროებათ სპილენძის კაბელი კვეთით 3X6მმ2.

ვახო ბერიძე-   მაინტერესებს 5.5 კვ და 7.7კვ ძრავს რა კვეთის კაბელი ჭირდება ლიფტის ძრავებია მანძილი 50 -60 მეტრია 
 
  პასუხი-  
მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. ორივე ძრავისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სპილენძის კაბელი კვეთით 4X4მმ2.

ლაშა, გოგილაშვილი თეონა-   მოგესალმებით. მაინტერესებს კორპუსის ბინაში შემომავალი მესამე წვერი რომელიც პლიუს-მინუსის გვერდითაა თუ გამოდგება თვითნაკეთი წყლის გამაცხელებლის დამიწებისთვის კერძო სახლში.
   პასუხი-  
მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. დიახ, ის განკუთვნილია დამიწებისთვის და შეგიძლიათ გამოიყენოთ ელექტრო მოწყობილობის დამიწებისთვის მხოლოდ მას შემდეგ, როცა სპეციალისტი ჩაატარებს გაზომვებს და დაგიდასტურებთ, რომ არსებული სადენი დაკავშირებულია დამიწების კონტურთან და პასუხობს შესაბამის ნორმებს. აგრეთვე განგიმარტავთ, რომ ნებისმიერი თვითნაკეთი ელექტრო მოწყობილობის ექსპლუატაციაში შეყვანა შეიცავს გარკვეულ რისკებს. ამიტომ გირჩევთ დაამონტაჟოთ ქარხნული წარმოების სერთიფიცირებული წყლის გამაცხელებელი.

გურამ რეზესიძე-   გამარჯობათ. კერძო სახლში მინდა სრულიად ახალი ელ გაყვანილობის გაკეთება. ბოძიდან სახლამდე 20- 25 მეტრია. მაინტერესებს რომელი და რა კვეთის და როგორი (ერთ წვერიანი თუ მრავალწვერიანი) კაბელი გამოვიყენო და რომელი ავტომატები? ავტომატებში რაღაც სხვაობებია ამპერაჟით ნომინალური დენით და სხვა. (ნომინალირი დენი რას ნიშნავს? თუ არ შეწუხდებით რომ ამიხსნათ) წინასწარ გიხდით მადლობას.
   პასუხი-  
მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. ბოძიდან სახლამდე გამოიყენეთ სპილენძის მრავალწვერა კაბელი კვეთით 2X16მმ2. კაბელის თავში გამოიყენეთ ორპოლუსა Cკლასის ავტოამომრთველი ნომინალური დენგამტარობით 63A. სახლში არსებული მთავარი ავტოამომრთველი კი უნდა იყოს  აგრეთვე ორპოლუსიანი, Cკლასის, ნომინალური დენგამტარობით 50A. დამიწების კონტური მოაწყვეთ სახლის ეზოში, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, მაშინ გამოიყენეთ სპილენძის მრავალწვერა კაბელი კვეთით 2X16+1X10მმ2 და ელექტრო ენერგიის დისტრიბუტორს მოსთხოვეთ დამიწების მიერთება.

ბესო ჭუმბურიძე-
   გამარჯობათ სამფაზა კაბელზე ერთ ერთ ფაზას წაეკიდა ცეცხლი ხომ ვერ მეტყვით რისი ბრალი შეიძლება იყოს.? და მეორე 16 კვეთიანი სპილენძის სამფაზა კაბელზე რამდენ ამპერიანი ავტომატური ამომრთველი ყენდება?
   პასუხი-  
მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. 1.ფაზის აალების მიზეზი გადამეტებული დენის (ამპერის) მოთხოვნაა, თუმცა კაბელი არ აალდებოდა, სწორად რომ ყოფილიყო შერჩეული გამავალი ავტოამომრთველის ნომინალური დენგამტარობა და ხარისხი. 2.სპილენძის 16მმ2 კვეთის მქონე კაბელისთვის გამოიყენეთ გამავალი სამპოლუსა ავტოამომრთველი 63A-ანი ავტოამომრთველი. კლასი უნდა დადგინდეს მომხმარებლის ტიპის გათვალისწინებით.

შოთა კომლაძე-   კორპუსის საცხოვრებელ სახლში (50-60 კვ.მ) ელექტროობა რა კვეთის სადენით უნდა გაკეთდეს? როგორც ვიცით, გაგვიგია ე.წ. „შტეფსელებზე" 2,5 მმ კვეთის, ხოლო ჩამრთველებზე 1,5 მმ კვეთის სპილენძის სადენით. ხოლო კონდენციონერზე (ზომას გააჩნია), ელექტრო ღუმელებზე და ა.შ ცოტა მეტი კვეთის მქონე სადენით? სახლში ელექტროობისთვის სადენს, რომელს გაუწევდით რეკომენდაციას  მრავალჟილიანს  თუ ერთჟილიანს?
   პასუხი-  
მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. თქვენი მიდგომა შეიძლება ითქვას რომ სწორეა. რაც შეეხება კაბელის ტიპს, ის უნდა იყოს არამრავალწვერა ანუ "ერთჟილიანი". როცა გსურთ კაბელების სტაციონარულად ინსტალაცია კედლებში ბათქაშის ქვეშ.

გიო კაპანაძე-   მაინტერესებს სპოლენძის რა კვეთია საჭირო 3 ფაზის შემთხვევაში, საკუთარი სახლისთვის, სადაც ჩილერზე მოთხოვნაა 25 კვ.-ია და დანარჩენ სახლზეც 25... ანუ სულ მოთხოვნა 50 კვ-ს შეადგენს. მანძილი თელასის კაბელამდე 15 მ-ია. და 25 კვ-იან ჩილერს რა ამპერაჟის ავტომატი ჭირდება?
   პასუხი-  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. 25კვტ-იან ჩილერს ესაჭიროება 50A-ანი C კლასის ავტოამომრთველი. სპილენძის კაბელი დაგჭირდებათ 35მმ2 კვეთის მქონე, რათა დაიცვათ სელექტიურობა ავტოამომრთველების მონტაჟის დროს.

დავით ლაკია
-  
მოგესალმებით! მაინტერესებს ელექტრო გამათბობელზე მითითებული წარწერა 1200ვატი ანუ 1.2 კილოვატი, ეს გამათბობელის მიერ ერთ საათში დახარჯული ელ. ენერგიაა რომელსაც მრიცხველი წერს თუ სხვა რამეს აღნიშნავს?
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. დიახ, ეს ელექტრო სიმძლავრეს ნიშნავს, რის მიხედვითაც შეგიძლიათ დაითვალოთ ერთ საათში გახარჯული ელ.ენერგიის საფასური.

დავით ელიაური-   გამარჯობათ, კედელში კარნიზის დამაგრების პროცესში, როდესაც ჩავხრახნე ე.წ. შურუპი, დენის ავტომატმა დენი გამითიშა სახლში. ალბათ ზუსტად გაყვანილობას მოხვდა ეს შურუპი. როგორც კი ამოვაძრე უკან დენი ჩვეულებრივ ჩავრთე. რა თქმა უნდა იქ ის შურუპი აღარ შემისვავს. დენი ჩვეულებრივ მაქვს. მაგრამ ასეთი პრობლემა გაჩნდა: საკმარისია ცოტა მძიმე რამ ჩავრთო, რასაც მეტი დენი სჭირდება, ჩართვის მომენტში იწყება დენის ციმციმი სახლში, ეს გრძელდება 2-3 წამი და მერე სწორდება.... ვნერვიულობ ძაან, შეიძლება რომ იმ დაზიანებული კაბელის ბრალი იყოს? - ის კაბელი რომ გადამეჭრა ხო ახლა დენი არ მექნებოდა. ან ხომ არ მაქვს საშიშროება კედელში თვითონ აფეთქდეს რამე? ვერ ვიგებ რა მოვუხერხო. ძალიან გთხოვთ მირჩიეთ რამე... დიდი მადლობა 
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. სავარაუდოთ კაბელის ერთერთი ძარღვი იქნება გაწყვეტილი, და წარმოქმნილი ორი წვერი მცირე შეხებაშია ერთმანეთთან, რომელიც საბოლოოდ დაკარგავს კონტაქტს და სრულად გაგეთიშებათ ელექტრო ენერგია. გირჩევთ აღადგინოთ დაზიანებული ადგილი, ვინაიდან შესაძლოა ასეთმა დაზიანებამ დენის გაჟონვაც გამოიწვიოს, რამაც შესაძლოა წარმოშვას საფრთხე თქვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. სამუშაოები შეასრულებინეთ კვალიფიციურ ელექტრიკოსს.


დავით მიქიაშვილი-   150 მეტრი მანძილიდან  ალუმინის კაბელით გვინდა გამოვიყვანოთ დენი (ჰაერში) 220ვ (ფაზა-ნოლი) 20კვტ მოხმარებისთვის. რა კვეთის სადენია საჭირო?  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. ასეთ შემთხვევაში გესაჭიროებათ ალუმინის კაბელი კვეთით 2X50მმ2, რომლის დროსაც ძაბვის დანაკარგი გექნებათ 1,4%, რაც თავსდება დასაშვებ ზღვრებში. სელექტიურობის დასაცავად კაბელის დასაწყისში გამოიყენეთ C კლასის ორპოლუსიანი ავტოამომრთველი ნომინალური დენით 125A, ხოლო კაბელის ბოლოში C კლასის ორპოლუსიანი ავტოამომრთველი ნომინალური დენით 100A. ავტოამომრთველების მოკლე შერთვის დენის ოდენობა განასაზღვრინეთ ელექტრო ინჟინერს ქვესადგურსა და თქვენს სადისტრიბუციო კარადას შორის არსებული მანძილის გათვალისწინებით. 


თეიმურაზ მარეხაშვილი-   120კვტ სამფაზა სიმძლავრის შესაყვანად 75 მეტრზე ჰაერში, რამდენი მმ. ოთხწვერა სპილენძის კაბელია საჭირო?
  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. ასეთ შემთხვევაში გესაჭიროებათ სპილენძის კაბელი კვეთით 3X150+1X70მმ2, რომლის დროსაც ძაბვის დანაკარგი გექნებათ 0.9%, რაც თავსდება დასაშვებ ზღვრებში. სელექტიურობის დასაცავად კაბელის დასაწყისში და ბოლოში გამოიყენეთ D კლასის რეგულირებადი სამპოლუსიანი ავტოამომრთველი ნომინალური დენით 250A ისე, რომ დაცული იყოს სელექტიურობა, ხოლო მისი მოკლე შერთვის დენის ოდენობა განასაზღვრინეთ ელექტრო ინჟინერს ქვესადგურსა და თქვენს სადისტრიბუციო კარადას შორის არსებულ მანძილზე დაყრდნობით. 


ბექა-   მაქვს აპარატი, რომელიც 30A დენს მ,ოიხმარს. 7მეტრია მანძილი, კაბელი კედელშია. მაინტერესებს კაბელის კვეთი და თელასის მიერ შემოყვანილ კაბელზე დაერთება პრობლემა ხომ არ იქნება? იმიტომ რომ ამის გარდა კიდევ ერთი აპარატია, რომელიც 2 კილოვატს მოიხმარს.
  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. ასეთ შემთხვევაში გესაჭიროებათ სპილენძის კაბელი კვეთით 3X4მმ2, რომლის დროსაც ძაბვის დანაკარგი გექნებათ 1%, რაც თავსდება დასაშვებ ზღვრებში. თქვენს მიერ საეჭვო პრობლემაც არ გექნებათ.


ბესო ჭუმბურიძე-   ერთფაზა დენის მოყვანა მინდა ლაზერის აპარატთან, რომელიც მოიხმარს დაახლოებით რვა კილოვატამდე, მანძილი არის 8 მეტრი და კაბელი იქნება კედელში. მაინტერესებს რა კვეთის კაბელი და ავტომატური ამომრთველი მჭირდება?
  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. ასეთ შემთხვევაში გესაჭიროებათ სპილენძის კაბელი კვეთით 3X10მმ2, რომლის დროსაც ძაბვის დანაკარგი გექნებათ 0.5%, რაც თავსდება დასაშვებ ზღვრებში. სელექტიურობის დასაცავად კაბელის დასაწყისში გამოიყენეთ ორპოლუსიანი ავტოამომრთველი ნომინალური დენით 50A, ხოლო კაბელის ბოლოში (აპარატთან) ორპოლუსიანი ავტოამომრთველი ნომინალური დენით 40A


ნანა ფაცია-  
უსაფრთხოა თუ არა დენის წყლის გამაცხალებელი, ვაპირებ შეძენას და როგორ დავიცვა უსაფრთხოების ზომები?
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. უსაფრთხოა, თუ შეიძენთ ქარხნული წესით დამზადებულს და სერთიფიცირებულს. აგრეთვე ის აუცილებლად უნდა დამონტაჟდეს შესაბამისი სტანდარტების მკაცრი დაცვით კვალიფიციური ელექტრიკოსის მიერ, სადაც უდიდესი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მოწყობილობის დამიწებას.

დათო ჩაჩანიძე-   მაინტერესებს 5-6კვტ (220ვოლტი) სიმძლავრისთვის რა კვეთის სპილენძის კაბელია საჭირო 120მეტრის შემთხვევაში? კაბელი მონტაჟდება ჰაერში.
 
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. კაბელის ჰაერში ინსტალაციის შემთხვევაში გესაჭიროებათ სპილენძის კაბელი კვეთით 2X16მმ2, რომლის დროსაც ძაბვის დანაკარგი გექნებათ 3,2%-3,8% რაც თავსდება დასაშვებ ზღვრებში. სელექტიურობის დასაცავად კაბელის დასაწყისში გამოიყენეთ ორპოლუსიანი ავტოამომრთველი ნომინალური დენით 40A, ხოლო კაბელის ბოლოში ორპოლუსიანი ავტოამომრთველი ნომინალური დენით 32A. დამიწების კონტური მოაწყვეთ სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შესაბამისი ნორმების დაცვით, სადაც დამიწების წინაღობა Rდ არ უნდა აღემატებოდეს 8ომს. ეს სამუშაოები შეასრულებინეთ კვალიფიციურ სოპეციალისტს.


ვახო კენჭოშვილი-   რამდენ ამპერიანი დენის ტრანსფორმატორია საჭირო 0,4-ში სამფაზიან მრიცხველზე 120კვტ ტვირთის დროს?
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. სასურველია გამოიყენოთ დენის ტრანსფორმატორი მახასიათებლით 250/5. სერია თავად შეარჩიეთ კარადის კონფიგურაციის შესაბამისად.

ელენე ნოზაძე-   რომელი უფრო იაფია ექსპლუატაციაში, არისტონის ბაკი თუ ატმორი?
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. თუ გამაცხელებელი ავზი მუდმივად იქნება ჩართული ელექტრო წრედში იმ მიზეზით, რომ ნებისმიერ დროს ცხელი წყლის მოხმარების შესაძლებლობა გქონდეთ, ასეთ შემთხვევაში "ატმორი"-ს ექსპლუატაციისას ჯამში შედარებით ნაკლები ელექტრო ენერგია გაიხარჯება.


ირაკლი ლომია-  
მოგესალმებით ძალიან მომეწონა თქვენი, საიტი რადგან ემსახურება ხალხის გაცნობიერებას ამა თუ იმ საკითხში.. მე ესეთი კითხვა მაქვს. მინდა გავაკეთო სახლისთვის დამიწების კონტური რომელიც აგრეთვე დამატებით ნოლსაც შეთვისებს. ანუ  მაინტერესებს რა მასალა, რამდენი, რამდენ კვადრატულზე. და ა.შ.   ანუ მაინტერესებს ამ დამიწების კონტურისა პარამეტრები რომ მივიღო საბოლოოდ დამიწების კონტური. . .
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. პირველ რიგში გეტყვით, რომ დამიწების კონტურით დაუშვებელია ნეიტრალის მოხმარება. ნეიტრალს თქვენ იღებთ ელექტრო ენერგიის მომწოდებლისგან. რაც შეეხება დამიწების კონტურის მოწყობას, საჭიროა მიწაში სრულად ვერტიკალურად განათავსოთ მოთუთიებული დამიწების 3-4ცალი 20X1500მმ ზომის ელექტროდი 1,5-2 მეტრით ერთმანეთისგან დაშორებით, ელექტროდები ერთმანეთთან კლემენსების გამოყენებით დააკავშირეთ 8მმ-ანი მოთუთიებული მავთულით და ეს უკანასკნელი დააკავშირეთ ელექტრო სადისტრიბუციო ფართან შესაბამისი წესების დაცვით. დამიწების ექსპლუატაციაში შეყვანამდე მიმართეთ კომპანიას, რომელიც გაზომავს დამიწების კონტურის წინაღობას სპეციალური ხელსაწყოთი და დამაკმაყოფილებელი ტექ.პარამეტრის შემთხვევაში გააკეთეთ დამიწების ინსტალაცია ელექტრო სადისტრიბუციო ფარში. წინაღობა (თქვენს შემთხვევაში) Rდ არ უნდა აღემატებოდეს 8 ომს. გირჩევთ, დამიწების კონტურის მოწყობა შეასრულებინოთ კვალიფიციურ სპეციალისტებს.


ზვიად წულუკიძე-   მაინტერსებს ახალი სისტემის შედუღების  (სვარკის) აპარატი, ელექტრო ეკრანი აქვს, სიმძლავრის აწევ-დაწევას აფიქსირებს, და ამ აპარატით მუშაობის დროს საოჯახო ტექნიკის-ტელევიზორის, მაცივრის და ა.შ. გამორთვა აუცილებელია?
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. მიუხედავად იმისა, თუ რა მიზეზით შეიძლება გამოწვეული იყოს ძაბვის (თქვენ სიმძლავრეში ალბათ ძაბვას გულისხმობთ) ინტენსიური ცვლილება ელექტრო ქსელში, ასეთ დროს აუცილებელია გათიშოთ საოჯახო ელექტრო ტექნიკა ელექტრო ქსელიდან.


ჯარჯი ჯარჯაია-
   მაინტერსებს Fondital Antea-ს გათბობის ქვაბს რა ტიპის UPS სჭირდება? სინუსოიდიანი, ე.წ. ჩვეულებრივი ’კომპიუტერის და ა.შ.
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. კონკრეტულ ქვაბს შესაძლოა გააჩნდეს ცვლად დენზე მომუშავე ძრავი, ან გამართულ დენზე მომუშავე. პირველ შემთხვევაში გესაჭიროებათ UPS სინუსოიდით, ხოლო მეორე შემთხვევაში სავალდებულო არ არის. სამწუხაროდ თქვენს ქვაბს რა ტიპის ძრავი აქვს, შორიდან ვერ გეტყვით.


მანანა მიქიაშვილი-  
იცით რა მაინტერესებს, დავაყენე გათბობის ქვაბი, ხელოსანმა მითხრა დამიწება არის აუცილებელიო, ახალაშენებული კორპუსია, არ მახსოვს გაკეთებულია თუ არა დამიწება, მაინტერესებს 1.როგორ გავიგო არის თუ არა დამიწება ბინაში და 2. თუ არ არის როგორ გავაკეთო, მითხრეს დენის კაბელის ერთი ბოლო უნდა დავახვიო მოაჯირს ან გაზის მილს, მეორე ბოლო გათბობის ქვაბს სად დავახვიო?
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. უმორჩილესად გთხოვთ დამიწებისთვის ნუ გამოიყენებთ ნურც გაზის მილს და ნურც აივნის მოაჯირს, ეს ძალიან სახიფათოა თქვენი და თქვენი მეზობლების სიცოცხლისთვის, აგრეთვე სხვა ტექნიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით. დამიწებისთვის გამოიყენეთ მხოლოდ დამიწების ის ძარღვი, რომელსაც გაძლევთ სადისტრიბუციო კომპანია, მაგალითად თელასი. თუ დამიწების ძარღვი არ არსებობს თქვენს ბინაში ანუ არ არის შემოყვანილი, შეგიძლიათ კატეგორიულად მოსთხოვეთ ელექტრო ენერგიის მომწოდებელ კომპანიას, თქვენ გაქვთ ამის სრული უფლება.


დავით მიქიაშვილი-   მოგესალმებით. ძალიან მომეწონა ეს გვერდი... მაქვს კითხვა: სამფაზა დენის მრიცხველზე აუცილებელია თუ არა სამივე ფაზაზე ზუსტად ერთნაირი ხარჯვა შეერთდეს?

   პასუხი-  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. თქვენ ალბათ გულისხმობთ დატვირთვას, აუცილებელი არ არის.


კახა არჯევანიძე-   გვაინტერესებს 74კვტ მოხმარების შენობაზე რა კვეთის სპილენძის კაბელია საჭირო 250მეტრის შემთხვევაში? კაბელი იდება მიწაში.
 
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. კაბელის მიწაში ინსტალაციის შემთხვევაში (ალბათ გაქვთ რეაქტიური დატვირთვებიც), თქვენთვის საკმარისია სპილენძის კაბელი კვეთით 3X70+1X50მმ2, რომლის დროსაც ძაბვის დანაკარგი გექნებათ 3,7%, რაც თავსდება დასაშვებ ზღვრებში.


იური სულაკაძე-   მაქვს ციფრული მხარდაჭერის ტელევიზორი მიერთებული გარე ანტენაზე, 17 ივნისიდან გადავრთავ ციფრულზე და ამოვიყვან, სწორია?
  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. მართებული ქმედებაა.

დემნა ჩაჩიაშვილი-   აგარაკზე მინდა დენის მიყვანა სახლამდე. რა კვეთის კაბელი მჭირდება ბოძიდან სახლამდე? ჰაერში მინდა გაჭიმვა, ალუმინი ჯობია თუ სპილენძი? ბიძიდან სახლამდე 18 მეტრია.
  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. თუ ტიპიური ბინაა და არ გაქვთ განსაკუთრებული დატვირთვები, (AC220-230V-ს შემთხვევაში) სასურველია გამოიყენოთ ტროსზე დაკიდებული სპილენძის კაბელი 2X10+1X6მმ2 კვეთის მრავალძარღვა სპილენძის კაბელი. ალუმინის კაბელის შემთხვევაში კი გამოიყენეთ კვეთი 2X16+1X10მმ2. სამუშაოები აუცილებლად უნდა შეასრულოს კვალიფიციურმა ელექტრიკოსმა.

ლაშა გვანცელაძე-   რამდენ ამპერს უძლებს 1.5, 2.5 და 4 კვეთის სპილენძის კაბელი?
  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. ჰაერში (AC220-230V-ს შემთხვევაში) 1.5მმ2 ატარებს 15A-ს, 2.5მმ2 ატარებს 21A-ს, 4მმ2 ატარებს 27A-ს.

ზურა ცეცხლაძე-   შენობაში მინდა 50კვტ 3ფაზა ალუმინის კაბელი, რამდენიანი კვეთი უნდა შევიყვანო? სიგრძე 45მეტრია.
  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. კაბელის ჰაერში ინსტალაციის შემთხვევაში (ალბათ გაქვთ რეაქტიური დატვირთვებიც), თქვენთვის საკმარისია ალუმინის კაბელი (მაგ. ავვგ ტიპის) კვეთით 4X50მმ2, რომლის დროსაც დელტა U გექნებათ 1%(დასაშვებია), (დამიწების კონტურს მოაწყობთ ადგილზე), მაგრამ სელექტიურობის დაცვისთვის საჭირო იქნება კაბელის კვეთის ერთი საფეხურით გაზრდა. თუმცა უკეთესი იქნება შენობის მიერ ელექტროენერგიის მოთხოვნის სპეციფიურობის შესწავლა და ამის შემდეგ კაბელის კვეთის დადგენა, რაც არ გამორიცხავს კაბელის კვეთების გაზრდას. ამიტომ გთხოვთ კითხვის დასმის დროს ზუსტად დასვათ (აღწეროთ) ტექნიკური ამოცანა.


გიორგი შანიძე-   მაინტერესებს ალუმინის 25მმ  კვეთის კაბელი რომ დავტვირთოთ 15კვტ და 20კვტ სიმძლავრით მაშინ, როცა მანძილი 80მეტრია, რამდენი პროცენტი ძაბვის დანაკარგი გვექნება ორივე შემთხვევაში?
  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. 0,4კვ-ის შემთხვევაში 15კვტ დატვირთვის დროს ძაბვის დანაკარგი გექნებათ 1,1%, ხოლო 20კვტ სიმძლავრისას 1,5%.

ვაჟა-777-   დამაგრძელებელს როცა ვტვირთავ, თბება დენის კაბელი და შეიძლება? ნორმალურია?  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. კაბელის უმნიშვნელოდ შეთბობა დასაშვებია


გიორგი გოგილაშვილი-   რამდენ ამპერიანი ამომრთველია საჭირო ცალკე ოთახებზე რომ დავაყენო სათითაოდ?  მადლობა წინასწარ?
  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. თუ თქვენ გაქვთ სტანდარტული ბინა, თითოეული ოთახის განათებისთვის გამოიყენეთ B კლასის 10ა-ანი ა/ამომრთველი, ხოლო ძალოვანი ქსელისთვის C კლასის 20ა-ანი ა/ამომრთველი. ძალოვანი ქსელისთვის გამოიყენეთ სპილენძის კაბელი კვეთით 3X2,5მმ2, ხოლო განათებისთვის 3X1,5მმ2. თუ გაქვთ ისეთი სტაციონარული ელექტრო მოწყობილობები, როგორიცაა ელექტრო ქურა, წყლის გამაცხელებელი ავზი, კონდიციონერი და სხვა, მათთვის გამოიყენეთ პერსონალური ა/ამორთველები, რომლის დროსაც ზუსტად უნდა იყოს გაანგარიშებული კაბელის კვეთი მოთხოვნილი სიმძლავრის მიხედვით და შესაბამისად ა/ამომრთველების ნომინალური დენი; ხოლო თუ ასეთი ელექტრო მოწყობილობა დამონტაჟებულია სველ წერტილში, უნდა გამოიყენოთ შესაბამისი დენგამტარობის დიფერენციალური ა/ამომრთველი. აუცილებლად გამოიყენეთ დამამიწებელი ძარღვი/სადენი იმ ელექტრო მოწყობილობისთვის, რომელიც შესაბამისი სტანდარტის თანახმად მოითხოვს დამიწებას.


სოსო ღუდუშაური-   საწარმოში მჭირდება 250კვტ სიმძლავრე ელექტროენერგია, რომელიც გამომყავს 25 მეტრიდან., რა კვეთის კაბელი მჭირდება (სამფაზა) სპილენძი და რა კვეთის ალუმინი?
  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. კაბელის მიწაში ინსტალაციის შემთხვევაში (ალბათ გაქვთ რეაქტიური დატვირთვები), თქვენ უნდა გამოიყენოთ სპილენძის კაბელი 3X240/150მმ2, ხოლო ალუმინის კაბელის შემთხვევაში 2X(3X150/95მმ2), (დამიწების კონტურს მოაწყობთ ადგილზე), თუმცა უკეთესი იქნება საწარმოს მიერ ელექტროენერგიის მოთხოვნის სპეციფიურობის შესწავლა და ამის შემდეგ კაბელის კვეთის დადგენა, რაც არ გამორიცხავს კაბელის კვეთების გაზრდას, თუ მაგალითად გაქვთ დიდი სიმძლავრის ელექტრო მექანიკური მოწყობილობა (მაგალითად 100 ან 150კვტ სიმძლავრის), რომელიც გაშვების დროს შეიძლება მოითხოვდეს 3-4 ჯერ მეტ დენს(ამპერს).


ნანა გოდუაძე-   ატომის რომელი ნაწილია დადებითად და რომელი უარყოფითად დამუხტული?
  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. ატომის პროტონები დამუხტულია დადებითად, ხოლო ელექტრონები უარყოფითად.


ავთო ძნელაძე-   რა კვეთის კაბელია საჭირო 4კვტ და 7კვტ სიმძლავრის  "ატმორებისთვის"?
  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. 10 მეტრი კაბელის სიგრძის შემთხვევაში, 4კვტ დატვირთვის დროს თქვენ გესაჭიროებათ სპილენძის კაბელი კვეთით 3X2,5მმ2, ხოლო 7კვტ დატვირთვის დროს სპილენძის კაბელი კვეთით 3X4მმ2.


ბესიკ ჭუმბურიძე-   ტელევიზორის კაბელის გაყვანა მინდა კედლებში. რომელი კაბელი გავიყვანო და ზოგადათ რას მირჩევდით?
  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. თუ კაბელის ინსტალაცია გსურთ საცხოვრებელ ბინაში (ალბათ გულისხმობთ კაბელს ანტენისთვის), მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კოაქსიალური კაბელი RG59 90%-ანი, უკეთესი იქნება RG6 U. მისი ინსტალაციის დროს გაითვალისწინეთ, რომ ძალოვანი და განათების კაბელისგან დააშოროთ მინიმუმ 12სმ-ით.


ბაჩუკი1971-   უკაცრავად ვერ გვეტყვით ერთი ამპერი რამდენი მილიამპერია?
  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. ერთი ამპერი არის 1000mA (მილიამპერი).


ლუკა ხომერიკი-   მე ვარ დამწყები რადიო მოყვარული და მაქვს ერთი კითხვა- მაქვს კვების ბლოკი, რომელსაც აწერია 12V, 100mA და მაქვს 12V-ანი რელეები, რომელსაც აწერია 12V, 5A, 400om. რამდენი რელე შეიძლება მივუერთო, რომ კვების ბლოკმა გაუძლოს?
  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. თქვენს შემთხვევაში რელეს ესაჭიროება დენი 30mA. ამიტომ შეგიძლიათ თქვენს კვების ბლოკზე ჩართოთ მაქსიმუმ 3ცალი რელე, რომელიც ჯამში მოითხოვს დენს 90mA-ს.


იური სულაკაძე-   რატომ არის კლავიატურაზე ციფრი ხუთიანი მონიშნული ?
  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. კლავიატურაზე ციფრი ხუთიანი მონიშნულია ორიენტაციისთვის მისი მოხმარების დროს. ის განსაკუთრებით ეხმარება უსინათლოებს, როდესაც ასრულებენ მანიპულაციებს კლავიატურაზე. კომპიუტერის კლავიატურაზე, თუ დააკვირდებით, აგრეთვე მონიშნულია ასოები F და J იგივე მნიშვნელობით.


მაია ხალვაში-   რამდენი კილოვატია ერთ ამპერში ?  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. სამწუხაროდ კითხვა სწორად არ არის დასმული, ანუ ამპერში სიმძლავრე არ არსებობს. სავარაუდოთ, თქვენ ალბათ გსურთ სიმძლავრის გაანგარიშება 1.0ამპერის (მოთხოვნის) დროს, ამისათვის ამპერი ანუ დენი უნდა გაამრავლოთ ვოლტზე ანუ ძაბვაზე. მაგალითად, თუ თქვენს ელექტრო მოწყობილობას აქვს წარწერა 220V და 1A, გადაამრავლეთ ერთმანეთზე და ამ შემთხვევაში მიიღებთ სიმძლავრეს 220ვატს ანუ 0,22კილოვატს.


ლაშა ნეფარიძე-   130კვტ სიმძლავრისთვის რა კვეთის სპილენძის 5წვერიანი კაბელია საჭირო  30 მეტრის მანძილზე მიწაში მონტაჟის დროს?  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. აქტიური დატვირთვის შემთხვევაში დაგჭირდებათ 70მმ2 კვეთის შესაბამისი ტიპის კაბელი, სადაც დელტაU შეადგენს 0,8%, ხოლო რეაქტიური დატვირთვის შემთხვევაში დაგჭირდებათ 95მმ2 კვეთის შესაბამისი ტიპის კაბელი, სადაც დელტაU შეადგენს 0,6%, თუ სელექტიურობის დაცვა შესაძლებელი იქნება და რეაქტიური დატვირთვის შემთხვევაში ელექტრო მოწყობილობების გაშვების დროს საჭირო არ იქნება მაგალითად 4-7-ჯერ მეტი დენი(ამპერი).


მანანა გარსევანიშვილი-   თუ შეიძლება ამიხსენით, რა მიზეზით შეიძლება ხშირად მეწვებოდეს ნათურები, დავიღალე, 30 თეთრს ვიხდი ერთ ცალში, მაგრამ თითქმის სამ დღეში ერთხელ მიწევს ყიდვა?  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. (ალბათ გულისხმობთ ვარვარების ნათურას) სამწუხაროდ, ეს შეიძლება ბევრი მიზეზით იყოს გამოწვეული, მაგალითად: მაღალი ძაბვით, ელექტრო ქსელის გაუმართაობით, ნათურის დაბალი ხარისხით-ვაკუუმის ადვილად დარღვევით, ნათურის ვოლფრამის ძაფის დაბალხარისხიანი შენადნობით და სხვა. ამიტომ, გირჩევთ შეიძინოთ კარგი მწარმოებლის, თუნდაც მეტნაკლებად ცნობილი ბრენდის მიერ წარმოებული ნათურები და ეს პრობლემა აღარ გექნებათ, თუ თქვენთან ნორმალური ძაბვაა და ელექტრო ქსელიც გამართულია.


ნინო კობახიძე
-   ჯერ ქუხილია და მერე გაელვება თუ პირიქით?  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. იქ, სადაც ეს ხდება, შეიძლება ითქვას, რომ ერთდროულად ხდება, მაგრამ დიდი მანძილის გამო, ჩვენ ჯერ ვხედავთ სინათლეს და შემდეგ გვესმის ხმა, ვინაიდან სინათლის გავრცელების სიჩქარე გაცილებით დიდია ბგერის გავრცელების სიჩქარეზე. სინათლის გავრცელების სიჩქარეა 300000კილომეტრი/წამში, ხოლო ბგერის გავრცელების სიჩქარეა 330მეტრი/წამში.


ნიკა სურგულაძე(მე-5 კლასი)-  რა არის ატომი?  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. ატომი არის მატერიის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი, რომელიც შედგება ნუკლონების მკვრივი ცენტრისგან, ხოლო ამ ცენტრს გარს აკრავს უარყოფითად დამუხტული ელექტრონები. ატომის ნუკლონები შედგება დადებითად დამუხტული პროტონისაგან და ელექტრულად ნეიტრალური ნეიტრონისგან. ატომის ელექტრონები ნუკლონებთან ელექტრომაგნიტური ძალით არიან დაკავშირებული. ატომების ჯგუფებს გაერთიანება შეუძლიათ, რის შედეგადაც წარმოიქმნება მოლეკულა. ატომი, რომელიც პროტონებისა და ელექტრონების ერთნაირ ოდენობას შეიცავს, ამ შემთხვევაში ის ელექტრულად ნეიტრალურია, ხოლო თუ მას ელექტრონების ნაკლებობა აქვს, ის დადებითადაა დამუხტული, უარყოფითად კი მეტი ელექტრონების შემთხვევაში. დადებითად ან უარყოფითად დამუხტული ატომი ცნობილია, როგორც იონი. ატომი თავის ბირთვში არსებული პროტონებისა და ნეიტრონების რიცხვის მიხედვითაა კლასიფიცირებული: პროტონების რიცხვი განსაზღვრავს ქიმიურ ელემენტს, ხოლო ნეიტრონების რიცხვი - ელემენტის იზოტოპს.


სოსო მერაბიშვილი-   15 კილოვატი სამფაზა მოხმარების დროს (მომხმარებლები ძირითადათ სამფაზა ძრავებია) რა კვეთის ალუმინის კაბელია საჭირო (ჰაერში სამონტაჟოდ), სადაც მანძილი მრიცხველიდან 250 მეტრია?  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. თქვენ გესაჭიროებათ ალუმინის კაბელი კვეთით 25მმ2, სადაც ძაბვის დანაკარგი გექნებათ 3,4%, რაც ჯდება დასაშვებ ზღვარში.


სოსო მერაბიშვილი-   ზოგადათ სამფაზა ძალოვანი ფარის მონტაჟის დროს, სადაც მოხმარება 180-200კილოვატია, რა კვეთის ალუმინის კაბელია საჭირო, სადაც მანძილი ტრანსფორმატორამდე 65 მეტრია? კაბელი იდება მიწაში, მომხმარებლები ძირითადათ ძრავებია და განათება.  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. 200კვტ-ის (მოთხოვნილი და არა დადგმული სიმძლავრის) შემთხვევაში, რეაქტიური დატვირთვისას 0,8 სიმძლავრის კოეფიციენტის გათვალისწინებით 380ამპერის დროს თქვენ გესაჭიროებათ ალუმინის კაბელი კვეთით 240მმ2, სადაც ძაბვის დანაკარგი 65 მეტრის მანძილზე გექნებათ 1.5%, რაც ჯდება დასაშვებ ზღვარში.

გიორგი რაზმაძე
-   ვიყიდე ტელევიზორი და ზედ აქვს წარწერა AC90-260V, 65VA. თუ შეიძლება ამიხსენით რას ნიშნავს 65VA?  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. წარწერით 65VA, მწარმოებელი მიუთითებს ტელევიზორის ერთერთ ტექნიკურ მახასიათებელს-სიმძლავრეს, ანუ თქვენი ტელევიზორის სიმძლავრეა 65ვტ (ვატი-W). V-სა და A-ს ნამრავლით, ანუ ძაბვისა და დენის ძალის ნამრავლით მიიღება სიმძლავრე-W. ზოგჯერ მწარმოებელი პროდუქტზე აკეთებს წარწერას VA-ს, ზოგჯერ კი W-ს. (ორივე წარწერა ერთი და იგივე მნიშვნელობისაა და აღნიშნავს სიმძლავრეს, როცა სიმძლავრის კოეფიციენტი ტოლია 1-ს.)

რეზო ცქვიტინიძე-   გთხოვთ გამარკვიოთ, ვიდეოსამეთვალყურეო კამერას როგორი ლინზა უნდა ჰქონდეს, რომ რაც შეიძლება დიდი გაშლის კუთხე ჰქონდეს ?  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. რაც უფრო მცირე მილიმეტრაჟის მქონე ლინზა აქვს ვიდეოკამერას, მით უფრო დიდია მისი გაშლის კუთხე. მაგ: უფრო დიდი გაშლის კუთხე აქვს ვიდეოკამერას 3,6მმ-ანი ლინზით, ვიდრე ვიდეოკამერას 9მმ-ანი ლინზით.


დავით ბარანკოვიჩი-   რითი განსხვავდება ერთმანეთისგან მეხამრიდი და მეხსარიდი?  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. არაფრით. უბრალოდ, ადამიანთა ერთი ნაწილი მას უწოდებს მეხამრიდს, ხოლო მეორე მეხსარიდს.


გიგა რევიშვილი-   რა არის დიელექტრიკი?
  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. დიელექტრიკი არის გარკვეულ ფიზიკურ მდგომარეობაში მყოფი ნივთიერება, საგანი, მასალა, რომელიც ცუდათ ან საერთოდ არ ატარებს ელექტრო დენს. ის შეიძლება იყოს აირად, თხევად ან მყარ მდგომარეობაში, როგორიცაა მაგალითად ჰაერი, ტექნიკური ზეთი, ფისი, ებოქსიტი, რეზინი, პლასტმასი და ა.შ. დიელექტრიკებს შეიძლება იზოლატორებიც ეწოდოს. დიელექტრიკები გამოიყენება სხვადასხვა ელექტრო დეტალებში და მოწყობილობებში. 


ლაშა ნეფარიძე-   ჩვენ გვაქვს 20კვტ-ანი სამფაზა ელექტრო მომხმარებელი, რომელსაც ესაჭიროება ნულიც და დამიწებაც. რა კვეთის კაბელი დაგვჭირდება, თუ ელექტრო სადისტრიბუციო ფარიდან ელ.მომხმარებლამდე 30 მეტრია?
  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. შესაბამისი ნორმების თანახმად, აქტიური დატვირთვისა და ავტოამომრთველების სელექტიურობის დაცვის გათვალისწინებით, თქვენ გესაჭიროებათ სპილენძის კაბელი 5X10მმ2, ხოლო ალუმინის გამტარის შემთხვევაში დაგჭირდებათ კაბელი 5X16მმ2, სადაც ძაბვის დანაკარგი, ალუმინისა თუ სპილენძის კაბელის შერჩევისას, იარსებებს დაშვებულ ზღვრებში და იქნება 0,85%.


გოგი ტყებუჩავა-   ჩვენ გვაქვს ერთი შეკვეთა, სადაც ელექტრობას ვამონტაჟებთ ოფისში. დამქირავებელმა გვითხრა, რომ სახანძრო სიგნალიზაციისთვისაც ჩვენ დავამონტაჟოთ კაბელი. სახანძრო ღილაკებისთვის რა სიმაღლეზე გავაჩეროთ კაბელი?  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. ევროპული ნორმების თანახმად, სახანძრო საგანგაშო ღილაკები მონტაჟდება 1,40მ სიმაღლეზე. მოცემული სიმაღლე უნდა იზომებოდეს იატაკის ზედაპირსა და სახანძრო საგანგაშო ღილაკის გეომეტრიულ ცენტრს შორის.


ლაშა ნეფარიძე-   რა არის დიფერენციალური ავტომატური ამომრთველი?  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. დიფერენციალური ავტომატური ამომრთველი/რელე ხშირად ერთი შეხედვით წააგავს ტიპიურ ავტოამომრთველს, რომელიც შეიძლება იყოს ორმოდულიანი, ოთხმოდულიანი და ა.შ. ფაზების რაოდენობისა და ტექნიკური კონფიგურაციის მიხედვით. ის წარმოადგენს ელექტრო მოწყობილობას, რომელსაც ელექტრო ქსელში დენის გაჟონვის დროს გააჩნია ავტომატური ამორთვის უნარი გარდა იმისა, რომ აქვს ნომინალური დენის პარამეტრი სხვასთან ერთად. მის გამოყენებას პროექტით განსაზღვრავენ კატეგორიის, უსაფრთხოების საფეხურისა და სხვათა მიხედვით სხვადასხვა შენობებისა თუ შენობის ნაწილებისთვის... მაგალითად, ევროპული ნორმების თანახმად, სასკოლო შენობებში სავალდებულოა დამონტაჟდეს დიფერენციალური ამომრთველები მთავარ ელექტრო სადისტრიბუციო ფარშიც კი; სავალდებულოა დამონტაჟდეს ისეთი ფართებისთვის, როგორიცაა მაგალითად (სველი წერტილების არსებობის შემთხვევაში) ტუალეტი, აბაზანა, საუნა და ა.შ., რაც ემსახურება, ნებისმიერი გზით დენის გაჟონვის დროს, პრევენციას მაგ. ადამიანის სიცოცხლის მოსპობისა თუ ჯანმრთელობის დაზიანების თავიდან აცილების თვალსაზრისით. თუმცა ამ უკანასკნელისთვის არსებობს სხვა ელექტრო მოწყობილობებიც...        


ლაშა ნეფარიძე-   შიდა ელ.სამონტაჟო სამუშაოებისთვის რომელია უმჯობესი მრავალძარღვა თუ ერთძარღვა სადენი?  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. თუ გულისხმობთ სტაციონარულ სამონტაჟო სამუშაოებს, მაგ. სადენების კედლებში განთავსებას, გამოიყენეთ ერთძარღვა სადენი ან კაბელი, ხოლო თუ გულისხმობთ დროებით გამოყენებას, ის შეიძლება იყოს როგორც მრავალძარღვა, ასევე ერთძარღვა დანიშნულების (საექსპლუატაციო მნიშვნელობის)მიხედვით. თუმცა არსებობს ისეთი გარემოებებიც, რომლის დროსაც სტაციონარული მონტაჟისთვის გამოიყენება მრავაძარღვა კაბელიც, განსაკუთრებით ძალოვანი ქსელისთვის დიდი კვეთების დროს.


ნიკა ერისთავი-   რაც უფრო ბევრ ელექტრო მოწყობილობას ვაერთებ დამაგრძელებელში, უფრო მეტად თბება კაბელი. რითია ეს გამოწვეული, უფრო მეტი ძაბვა გადის კაბელში?  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. რაც უფრო მეტად ტვირთავთ დამაგრძელებელს, ეს იმას ნიშნავს, რომ მით უფრო მეტ დენს-ამპერს მოითხოვთ ელექტრო ქსელიდან და არა ძაბვას-ვოლტს. შედეგად კაბელში, კონკრეტულად კი მეტალში მოძრავი ელექტრონები უფრო ხშირად, ინტენსიურად ეჯახებიან თავისუფალ მდგომარეობაში არსებულ ატომებს, რის შედეგადაც წარმოიშობა სითბო ანუ სითბური ენერგია.


ლაშა ნეფარიძე-   სპილენძის მრავალძარღვა სადენი უფრო კარგი გამტარია თუ ერთძარღვა?  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. არ აქვს მნიშვნელობა, ის მღავალძარღვაა თუ ერთძარღვა, თუ ორივე ერთი და იგივე კვეთისაა. ორივე თანაბრად ატარებს დენს ერთნაირი პირობების დროს.


გიგა ურუშაძე-   რომელი უფრო კარგად ატარებს დენს, სპილენძის თუ ალუმინის კაბელი?  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. ზოგადათ, როგორც მეტალი, სპილენძი უფრო კარგი გამტარია, ვიდრე ალუმინი; ანუ თუ ავიღებთ ერთი და იმავე კვეთისა და სიგრძის ალუმინისა და სპილენძის სადენს თანაბარ ფიზიკურ პირობებში, სპილენძის სადენი უფრო მეტ დენს გაატარებს, ვიდრე ალუმინის სადენი.  

ნიკა ჩუბინიშვილი-   რას აქვს დადებითი და უარყოფითი მუხტი?
  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. დადებითი e მუხტი გააჩნია პროტონს, ხოლო უარყოფითი -e მუხტი ელექტრონს.


თეონა ჩხიკვიშვილი (9წლის)-   რა მანძილით არის დაშორებული დედამიწა მზისგან?
  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. 150 000 000კმ-ით ანუ ერთი ასტრონომიული ერთეულით (1ა.ე.). 

არჩილ ხახუტაშვილი-   სახლში მიყენია უკრაინული წარმოების მრიცხველი, რომელიც ვფიქრობ იმაზე მეტს წერს ვიდრე მოვიხმარ. ამასთან ჩემს მრიცხველზე მუდამ ანთია ინდიკატორი "ZEMLIA" რაც სხვა მრიცხველებზე არ ანთია. იქნებ გამარკვიოთ რას ნიშნავს ეს ინდიკატორი?  
   პასუხი-
  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. პირველ რიგში მიიწვიეთ კვალიფიციური ელექტრო ინჟინერი, რომელიც გაარკვევს, ფაზასთან ერთად ნეიტრალის მაგივრად დამამიწებელი ძარღვი ხომ არ არის გამოყენებული 220V-ის მისაღებად, რაც არც თუ ისე იშვიათი შემთხვევაა, როცა საინსტალაციო სამუშაოები სრულდება არაკვალიფიციური სპეციალისტის ან დილეტანტის მიერ, რომლებიც თვლიან, რომ ნეიტრალი და დამიწება ერთი და იგივეა. შემდგომ სპეციალური ხელსაწყოთი აუციელბლად უნდა შემოწმდეს მრიცხველის შემდგომ არსებულ ელექტრო ქსელში დენის გაჟონვას ხომ არ აქვს ადგილი, რაც უამრავ საფრთხეს შეიცავს, მათ შორის ადამიანის ჯანმრთელობისა თუ სიცოცხლის თვალსაზრისით, გარდა იმისა, რომ ელექტრო ენერგიის არამიზნობრივი ხარჯვაა ანუ დანაკარგია განპირობებული. თუ აღნიშნული რომელიმე დარღვევის (დარღვევის არსებობის შემთხვევაში) აღმოფხვრის შემდეგ კიდევ ჩათვლით, რომ თქვენი მრიცხველი არანორმირებულად აღრიცხავს ელექტრო ენერგიის ხარჯვას, მაშინ განცხადებით მიმართეთ შესაბამის ელექტრო სადისტრიბუციო კომპანიას მრიცხველისთვის ტექნიკური ექპერტიზის ჩასატარებლად. 

გიორგი ნოზაძე-   ვიდეოკამერებისთვის განკუთვნილი, მაგალითად 8 ვიდეოკამერისთვის, ციფრული ვიდეოჩამწერების ფასები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, რაზეა ეს დამოკიდებული, თუ ყველა 8 არხიანია?
   პასუხი-  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. ეს დამოკიდებულია მის ფუნქციონალურ დატვირთვაზე, ინტერფეისზე, სოფტზე, ვინჩესტერების პორტების რაოდენობაზე და თუ რა მოცულობას, ანუ რამდენ TB-ს(ტერაბაიტს) იერთებს, აგრეთვე ALARM-ისა და AUDIO შესასვლელების რაოდენობაზე, VIDEO და VGA გამოსასვლელებზე, პროცესორების ბრენდზე და ხარისხზე, წამში კადრების რაოდენობაზე და სხვა.

დავით ჩაგელიშვილი-   ვიყიდე 12ვოლტიანი პროჟექტორი, რომელსაც აწერია 55W. როგორი კვების ბლოკი სჭირდება, რომ 220ვოლტში ჩავრთო?
   პასუხი-  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. თქვენ გესაჭიროებათ კვების ბლოკი ტექნიკური მახასიათებლებით: INP: AC220V, 50Hz. OUT: DC12V, 5A.

მანანა ჯინჭარაძე-   აბაზანაში დავაყენებინე წყლის გამაცხელებელი ბაკი. ხელოსანს, რომელმაც დამიმონტაჟა, ვეღარ ვუკავშირდები. ძალიან ხშირად დენის დარტყმას ვგრძნობ.  როგორ მოვიქცე?

   პასუხი-  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. უპირველესად აკრძალეთ წყლის გამაცხელებლის მოხმარება, ვიდრე არ აღმოფხვრით აღნიშნულს. გამოიძახეთ კვალიფიციური ელექტრიკოსი და მოსთხოვეთ, რომ აუცილებლად დაამიწოს წყლის გამაცხელებელი ავზი, ხოლო ამ უკანასკნელისთვის, განათებისა და ელექტრო როზეტებისთვის მომსახურე ავტოამომრთველები აუცილებლად შეცვალოს შესაბამისი ნომინალური დენგამტარობის მქონე დიფერენციალური ავტოამომრთველებით 30mA გაჟონვაზე გათიშვის უნარით. აბაზანაში არსებულ ნებისმიერი დანიშნულების კაბელს სავალდებულოა გააჩნდეს დამამიწებელი ძარღვი, რომლის საშუალებითაც უნდა დამიწდეს ყველა ელ.როზეტი, სანათი თუ სხვა ნებისმიერი ელექტრო მოწყობილობა; თავის მხრივ ელ.როზეტებს, ჩამრთველებს, სანათებს და სხვას უნდა გააჩნდეს დაცვის საფეხური IP54.

მიშა კიკალიშვილი-   რაიონში სახლში დენი შევიყვანე ახალი სპილენძის კაბელით, რომელიც ბოძზე გადავაბი ალუმინზე. ეს ალუმინი გამოდის მრიცხველიდან . უკვე ორჯერ მიიღო "აკისლენია". რა მოვუხერხო?

   პასუხი-  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. სპილენძისა და ალუმინის ძარღვები საჭიროა გადაებას ლატუნის ჩამჭერების საშუალებით, მაგრამ გაფრთხილებთ რომ, 220V სიცოცხლისათვის საშიში ძაბვაა! ამიტომ, ეს სამუშაო შეასრულებინეთ კვალიფიციურ ელექტრიკოსს.
 
მარი ფხაკაძე-   ჩემი შვილი მე-5 კლასშია და დავალებაში აქვს კითხვა: რა ეწოდება სინათლის სპექტრად დაშლას. შეგიძლიათ დაგვეხმაროთ?
   პასუხი-  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. სინათლის სპექტრად დაშლას დისპერსია ეწოდება. სპექტრი თავის მხრივ წარმოადგენს ფერების კანონზომიერ თანმიმდევრობას. ეს აღმოჩენა ეკუთვნის დიდ მეცნიერს-ისააკ ნიუტონს, რომელმაც ერთ-ერთი ცდის დროს, მინის პრიზმის გამოყენებით გარდატეხა მზის სხივი და მიიღო 7ფერი: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი და იისფერი. სწორედ ამ თანმიმდევრობას უწოდა სპექტრი ისააკ ნიუტონმა და დაადგინა, რომ თეთრი ფერი აღნიშნული 7 ფერის შერწყმისგან მიიღება.

მიხეილ ქარდავა-   აგარაკზე მინდა დენის მიყვანა სახლამდე, რა კვეთის კაბელი მჭირდება ბოძიდან სახლამდე ? ელიავაზე ზოგი 6მმ2-ს მეუბნება, ზოგი 4მმ2-ს და ზოგი 10მმ2-ს. სახლიდან რკინის ბოძამდე 90 მეტრია და დაახლოებით 7კვტ-ზე მეტი არ დამჭირდება. გაყვანილობა მინდა სპილენძის კაბელით მიწაში.
   პასუხი-  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. ასეთ დროს მხოლოდ კაბელის დენგამტარობას კი არ უნდა მიექცეს ყურადღება, არამედ საჭიროა აგრეთვე ძაბვის დანაკარგების გაანგარიშება და შესაბამისად კაბელის კვეთის დადგენა. თქვენი მოთხოვნების შემთხვევაში რკინის ბოძიდან სახლამდე ძაბვის დანაკარგი ნორმის ფარგლებში რომ ჯდებოდეს და მიიღოთ ხარისხიანი (ნორმირებული) ელექტრო ენერგია ყველა სხვა ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, საჭიროა იყიდოთ კაბელი კვეთით 3X16მმ2, რომლის დროსაც ძაბვის დანაკარგი იქნება 3,3%. სასურველია ელექტრო მრიცხველი დამონტაჟდეს თქვენს სახლთან ახლოს და არა იმ ბოძზე, საიდანაც იღებთ ელექტრო ენერგიას, რათა თქვენ არ მოგიწიოთ ძაბვის დანაკარგის საფასურის გადახდა. კაბელის თავში დაამონტაჟეთ ავტოამომრთველი 63/2/C/10kA მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სამონტაჟო კაბელი ატარებს უფრო მეტ დენს-A-ს, ხოლო სახლში არსებული ელექტრო ფარის შემყვანი ავტოამომრთველი უნდა იყოს 50/2/C/10kA. კაბელი საჭიროა განთავსდეს სპეციალურ აგრესიული გარემოსადმი მდგრად პლასტმასის საკაბელო მილში და, შესაბამისი ნორმებისა და წესების გათვალისწინებით, ჩაიდოს მიწაში 0,6მ სირღმეში, ავტომანქანის სავალ ნაწილში კი 1მ სირღმეში და განთავსდეს ფოლადის მილში. სამუშაოები უნდა შესრულდეს კვალიფიციური ელექტრიკოსის მიერ.

პაატა ვეფხვაძე-   სანაძლეო დავდე, რომ პირველად ნათურა გამოიგონეს ლენინის დროს, მართალია?
   პასუხი-  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. ნაძლევის რა მოგახსენოთ, მაგრამ ზოგადათ განგიმარტავთ, რომ გასულ საუკუნეებში ბევრი მეცნიერი მუშაობდა ნათურის გამოგონებაზე, მაგრამ საბოლოოდ მსოფლიო შეთანხმდა, რომ პირველი, მეტნაკლებად სრულყოფილი ნათურა შექმნა ამერიკელმა გამომგონებელმა თომას ედისონმა 1879წელს.

ანუკი ჩიგოგიძე (7წლის)-   არსებობს ისეთი ადამიანი, რომელსაც ხელებში ექნება დენი და ნათურას რომ დაიჭერს, აინთება?
   პასუხი-  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. ძვირფასო პატარა ანუკი, ასეთი ადამიანი არ არსებობს მსოფლიოში. ვერც ერთი ადამიანი დენს ანუ ელექტრო ენერგიას ვერ გამოიმუშავებს. როცა სკოლაში ფიზიკის სწავლას დაიწყებ და კარგად ისწავლი, მიხვდები, რომ ადამიანს ამის შესაძლებლობა არ გააჩნია. თუ კიდევ გაგიჩნდება კითხვა, აუცილებლად მოგვწერე. ნახვამდის.

სერგო არსენიანი-   მჭირდება მუდმივი ინდიკატორი კედელზე რომ დავაყენო და გავიგო დენის მოსვლა და წასვლა. მითხრეს, რომ "ბლოკპიტანია" იყიდე და "სვეტადიოდი" შეაერთეო. სხვანაირად არ შეიძლება?
   პასუხი-  მოგესალმებათ გლობალ ელექტრონიქსი. კვების ბლოკით შედარებით ძვირი დაგიჯდებათ. ამიტომ, შეგიძლიათ თქვენი შუქდიოდი  მიმდევრობითი პრინციპით (ამ შემთხვევაში დიოდის ანოდს და კათოდს მნიშვნელობა არა აქვს) ჩართოთ წინაღობასთან- 120Kომთან და მიაწოდოთ 220V, მაგრამ ეს ყოველივე უნდა შეასრულოს ელექტრონიკის სპეციალისტმა, რომელიც დაიცავს უსაფრთხოების წესებს, ვინაიდან 220V სიცოცხლისათვის საშიში ძაბვაა!


© 2003 - 2024. GLOBAL ELECTRONICS LTD. All rights reserved. ყველა უფლება დაცულია კანონით.