გლობალ ელექტრონიქსის სპეციალური შეკვეთით დამზადებული High კლასის ინდუსტრიულ ჩიპზე გერმანული ტექნოლოგიის მულტიფუნქციური რელეს GLE-THC-15F (Switch/Pulse)-ს პროგრამირება სასწავლო დაწესებულებებისთვის.
საათის მაჩვენებლის გასასწორებლად დააჭირეთ საათის პიქტოგრამიან ღილაკს, გეჭიროთ და წუთების რიცხვის შესაცვლელად პარალელურად დააჭირეთ ღილაკს “M+“, ხოლო საათის რიცხვის შესაცვლელად პარალელურად დააჭირეთ ღილაკს „H+“. კვირის დღის შესაცვლელად პარალელურად დააჭირეთ ღილაკს „D+“.
ზარის დარეკვის ხანგრძლივობის შესაცვლელად/შესატანად ერთდროულად 4-5 წამის განმავლობაში დააჭირეთ ღილაკებს „MANUAL”-ს და „საათის პიქტოგრამა“-ს. (ეს ფუნქცია აგრეთვე გამოიყენება RESET-ზე დაჭერის შემდეგ მოცემული რელეს „პულსი“-ს რეჟიმში გადასაყვანად, რომელიც გამოიყენება წამებში სამუშაოდ). ეკრანზე გაჩნდება „P=0000” ან უკვე დაყენებული დრო-წამი, მაგალითად „P=0007” შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „M+“და დააყენეთ წამის/წამების სასურველი ციფრი/რიცხვი. მოცემული ოპციიდან გამოსასვლელად დააჭირეთ საათის პიქტოგრამიან ღილაკს.
გაკვეთილების განრიგის დროის გასასწორებლად/შესატანად დააჭირეთ ღილაკს „P“, ეკრანზე გაჩნდება წარწერა მაგალითად „--:--”, ან უკვე შეტანილი პირველი ზარის დარეკვის დრო- საათისა და წუთის გამოსახულება. საათის შესაცვლელად გამოიყენეთ ღილაკი „H+”, ხოლო წუთის გასასწორებლად გამოიყენეთ ღილაკი „M+”. შემდეგ შეარჩიეთ ეს დრო კვირის რომელ დღეებზე უნდა გავრცელდეს, რისთვისაც უნდა გამოიყენოთ ღილაკი “D+” და დააჭირეთ იქამდე (ღილაკზე ყოველი დაჭერის დროს შეიცვლება კვირის დღეების კონფიგურაცია), ვიდრე არ მიიღებთ კვირის სასურველ დღეებს, რომელიც იწერება დროის მაჩვენებლის ზემოთ.
მომდევნო ზარის დარეკვის დროის გასასწორებლად კვლავ დააჭირეთ ღილაკს „P” და შესაბამისად მეორე დროის გასასწორებლად გაიმეორეთ იგივე პროცედურა, როგორც პირველი დროის გასწორების დროს, და მიჰყევით ამგვარად ბოლო დროის ჩაწერამდე, ბოლოს (დასრულებისას) დააჭირეთ ღილაკს „P” და პროგრამირებიდან გამოსასვლელად დააჭირეთ საათის პიქტოგრამიან ღილაკს. თუ გსურთ რომელიმე საგაკვეთილო დროის ამოშლა, დააჭირეთ ღილაკს „P” იმდენჯერ, ვიდრე არ დაიწერება ამოსაშლელი დროის ჩვენება და დააჭირეთ ღილაკს „MANUAL”.
თუ გსურთ ზარის ხელით დარეკვა, დააჭირეთ ღილაკს „MANUAL” იქამდე, ვიდრე ეკრანზე (დროის მაჩვენებლის ქვემოთ) არ დაიწერება “ON”, ხოლო ზარის გამორთვისთვის კვლავ დააჭირეთ ღილაკს “MANUAL”, სანამ ეკრანზე არ დაიწერება „ AUTO OFF ”. იმისათვის რომ, რელემ ავტომატურად (ავტომატურად დარეკოს ზარი) იმუშაოს პროგრამის (შეყვანილი დროების) შესაბამისად, ღილაკს “MAN” დააჭირეთ იქამდე, სანამ დროის ჩვენების ქვემოთ არ დაიწერება სიტყვები „AUTO OFF ”. თუ გააჩენთ წარწერას „OFF”, რელე შეწყვეტს ავტომატურ მუშაობას.
გადატვირთვისთვის დააჭირეთ ღილაკს „RESET”, რის შედეგადაც მოწყობილობაში სრულად განულდება ყველა დაყენებული/შეყვანილი მონაცემი.
მოწყობილობაში ინტეგრირებული ლითიუმის ბატარეის საექსპლუატაციო ვადაა 3-4 წელი. ბატარეისა და მისი აქსესუარის შეცვლა ფასიანია „გლობალ ელექტრონიქსის“ სერვის ცენტრში. ტელ:+995 551-99-00-50, +995 32 229-55-06
