თარიღი და დრო
ციფრული ტაიმერული რელე 67DDT9 Pulse

ციფრული ტაიმერული რელე 67DDT9 Pulse

HIGH კლასის ციფრული ტაიმერული რელე (დროის რელე-პულსი)
DIGITAL TIME SWITCHES - Pulse 67DDT9
  • Precise time programming for Daily / Weekly / Pulse switching
  • 16 Pulse programs
  • Weekend exclusion (FRI SAT or SAT SUN) and Weekly OFF programming
  • LED indication of Relay status
  • 12 / 24 hr. display formats
  • 4 years battery reserve
  • Simple Reset & Manual override
  • Settable DST & Keypad Lock Feature

მაქსიმუმ რვა გაკვეთილიანი (16 ზარის დასარეკად) High კლასის ჩიპზე რელეს- 67DDT9(Pulse)-ს პროგრამირება

   საათის გასასწორებლად დააჭირეთ საათის პიქტოგრამიან ღილაკს, გეჭიროთ და წუთების გასასწორებლად პარალელურად დააჭირეთ ღილაკს “M+“, ხოლო საათის გასასწორებლად პარალელურად დააჭირეთ ღილაკს „H+“.

   გაკვეთილების განრიგის დროის გასასწორებლად/შესატანად დააჭირეთ ღილაკს „PR“, ეკრანზე გაჩნდება წარწერა მაგალითად „PL:07”, რაც მიუთითებს ზარის დარეკვის 7 წამიან ხანგრძლივობაზე, მის (წამების) შესაცვლელად გამოიყენეთ ღილაკი „M+”.

   პირველი ზარის დარეკვის დროის გასასწორებლად/შესატანად კვლავ დააჭირეთ ღილაკს „PR”, ეკრანზე გაჩნდება ზარის დარეკვის დრო- საათისა და წუთის გამოსახულება. საათის შესაცვლელად გამოიყენეთ ღილაკი „H+”, ხოლო წუთის გასასწორებლად გამოიყენეთ ღილაკი „M+”. შემდეგ შეარჩიეთ ეს დრო კვირის რომელ დღეებზე უნდა გავრცელდეს, რისთვისაც უნდა გამოიყენოთ ღილაკი “D+” და დააჭირეთ იქამდე (ღილაკზე ყოველი დაჭერის დროს შეიცვლება კვირის დღეების კონფიგურაცია), ვიდრე არ მიიღებთ კვირის სასურველ დღეებს, რომელიც იწერება დროის მაჩვენებლის ზემოთ. მომდევნო ზარის დასარეკი დროის გასასწორებლად კვლავ დააჭირეთ ღილაკს „PR” და შესაბამისად მეორე დროის გასასწორებლად გაიმეორეთ იგივე პროცედურა, როგორც პირველი დროის გასწორების დროს, და მიჰყევით ამგვარად ბოლო დროის ჩაწერამდე, ბოლოს (დასრულებისას) დააჭირეთ ღილაკს „PR” და პროგრამირებიდან გამოსასვლელად დააჭირეთ საათის პიქტოგრამიან ღილაკს. თუ გსურთ რომელიმე საგაკვეთილო დროის ამოშლა საერთოდ, გაიმეორეთ საათისა და წუთების გასწორების პროცედურა ისე, რომ საათებისა და წუთების ადგილზე გაჩნდეს ორ-ორი ტირე „- -„ „- -„ .

   თუ გსურთ ზარის ხელით დარეკვა, დააჭირეთ ღილაკს „MAN” იქამდე, ვიდრე ეკრანზე (დროის მაჩვენებლის ქვემოთ) არ დაიწერება “ON     ON”, ხოლო ზარის გამორთვისთვის  კვლავ დააჭირეთ ღილაკს “MAN”, სანამ ეკრანზე არ დაიწერება „OFF     AUTO”. იმისათვის რომ, რელემ ავტომატურად (ავტომატურად დარეკოს ზარი) იმუშაოს პროგრამის (შეყვანილი დროების) შესაბამისად, ღილაკს “MAN” დააჭირეთ იქამდე, სანამ დროის ჩვენების ქვემოთ არ დაიწერება სიტყვები „OFF     AUTO”. თუ გააჩენთ წარწერას „OFF     OFF”, რელე შეწყვეტს ავტომატურ მუშაობას.

   თუ დაგჭირდებათ კალენდრის გასწორება, ერთდროულად დააჭირეთ ღილაკებს “H+” და “M+”, ეკრანზე გაჩნდება წარწერა “DATE”, შემდეგ დააჭირეთ ღილაკს “M+“ და ღილაკით „D+”-თ გაასწორეთ წელი, შემდეგ კვლავ დააჭირეთ ღილაკს “M+“ და ღილაკით „D+”-თ გაასწორეთ თვე, შემდეგ კვლავ დააჭირეთ ღილაკს “M+“ და ღილაკით „D+”-თ გაასწორეთ კალენდარული რიცხვი. ამის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს “M+“ და ბოლოს დააჭირეთ საათის პიქტოგრამიან ღილაკს პროგრამირებიდან გამოსასვლელად.

  გადატვირთვისთვის დააჭირეთ ღილაკს „RESET”, რის შედეგადაც მოწყობილობაში სრულად განულდება ყველა დაყენებული/შეყვანილი მონაცემი.


მოწყობილობაში ინტეგრირებული ლითიუმის ბატარეის საექსპლუატაციო ვადაა 4წელი. მისი შეცვლა ფასიანია და შესაძლებელია „გლობალ ელექტრონიქსის“ სერვის ცენტრში. ტელ: +995 32 229-55-06, +995 551-99-00-50.

მინიმალური ტექნიკური აღწერილობა:
1. მარტივად პროგრამირებადი ოპციებით.
2. 16 დროის პროგრამირების შესაძლებლობით (24სთ-ს განმავლობაში, ორშაბათიდან კვირის ჩათვლით).
3. თითოეული დროის 1--- 59 წამამდე პროგრამირების შესაძლებლობით.
4. ჩართვის დროის ცენტრალიზებული და პერსონალური პროგრამირების შესაძლებლობით 16-ვე დროისთვის.
5. დაპროგრამებული დროების მიღმა ხელით (ჩართა-გამორთვა-ავტომატური) გადართვის ფუნქციის შესაძლებლობით.
6. რესეტის (ანულირების) ფუნქციით.
7. ღილაკების ბლოკირების შესაძლებლობით.
8. LCD თხევადკრისტალური ეკრანით.
9. თარიღისა და საათის გასწორების ფუნქციით.
10. კვირის დღის მუდმივი ჩვენებით.
11. საათის (რეალური დროის) მუდმივი ჩვენებით.
12. ჩართული რეჟიმის მუდმივი ჩვენებით.
13. რელეს თავისუფალი გადასაკიდი კონტაქტით- NC/NO (ნორმალურად ჩაკეტილი და ნორმალურად ღია).
14. რელეს მდგომარეობის LED მაჩვენებლით/ინდიკატორით.
15. ბატარეის საექსპლუატაციო ვადა 4 წელი.
16. ბატარეის ენერგიის დაზოგვის უახლესი ტექნოლოგიით. 
17. ბატარეის შეცვლის შესაძლებლობით.
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ ზოგადი აღწერილობის ქვეშ არსებული pdf ფაილი.
HIGH კლასის ციფრულ-ტაიმერული (დროის) პროგრამირებადი რელე 67DDT9. (Pulse).

ის შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალი დანიშნულებით, მათ შორის:
A) ელექტრო სისტემების ავტომატური ჩართვა-გამორთვისთვის.
B) სკოლისა და სხვა სასწავლო დაწესებულებების ზარების ავტომატური მართვისთვის.
C) სასიგნალო განათების ავტომატური მართვისთვის.
D) საწარმოების გამაფრთხილებელი სიგნალების ავტომატური მართვისთვის.
E) სამუშაო საათების ავტომატური მართვისთვის.
F) მართვის ძრავების ავტომატიზაციისთვის.
... და სხვა.
© 2003 - 2024. GLOBAL ELECTRONICS LTD. All rights reserved. ყველა უფლება დაცულია კანონით.