მთავარი » რას ფიქრობენ ჩვენზე / What they think about us
თარიღი და დრო

რას ფიქრობენ ჩვენზე / What they think about us

HUGO BOSS / ჰუგო ბოსი
ა. ხარებავა
     კომპანია გლობალ ელექტრონიქსი გამოირჩევა პროფესიონალიზმით. გაგვიმართლა, როცა არჩევანი მასზე გავაკეთეთ. ჩვენს ხელთ არსებულ პროექტში მან ზედმიწევნით ზუსტად განახორციელა კორექცია ჩვენი მოთხოვნების შესაბამისად, შემოგვთავაზა ახალი იდეები და აღგვაფრთოვანა თავისი კრეატიულობით. სამუშაოები შეასრულა ზემაღალი ხარისხითა და პუნქტუალობით. ვთვლით, რომ გლობალ ელექტრონიქსი დამსახურებული ლიდერია ქვეყანაში. ის სრულად ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებს და გააჩნია შესაშური ინტელექტუალურ-ტექნიკური რესურსი, ის მართლაც უძლიერესი და სანიმუშო კომპანიაა. ბრავო გლობალ ელექტრონიქსს.

Mc Donalds / მაკდონალდსი
ე. ბაგდასაროვი
     გლობალ ელექტრონიქსი მართლაც შესანიშნავი კომპანიაა. 2012 წელს ვეწვიეთ მის ოფისს. შემოთავაზებული ყავისა და ვისკის მირთმევასთან ერთად დავიწყეთ ჩვენი გადაუჭრელი პრობლემის განხილვა. მან უშუალოდ ჩვენთვის, ექსკლუზიურად შექმნა დისტანციური და პროქსიმითი ბარათების მართვით სასიგნალიზატორო სისტემები სამაცივრე დანადგარებისთვის, რომელიც დიდი სიზუსტით აკონტროლებს ტემპერატურას და კარების მდგომარეობას ტაიმერული პრინციპით. სისტემის გათიშვა კი მხოლოდ პასუხისმგებელ მენეჯერს შეუძლია. გაგვაოცა მათმა აზროვნებამ, კრეატიულობამ და მომსახურების კულტურამ. მადლობა გლობალ ელექტრონიქსს.

Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი

დ. ლორთქიფანიძე
     ყოველთვის სასიამოვნოა ისეთ კომპანიასთან ურთიერთობა, როგორიც გლობალ ელექტრონიქსია. მან ფაქტიურად ფორს-მაჟორულ სიტუაციაში ჩაატარა ყველა სამუშაო საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის კეთების დროს. ერთ დღეში წარმოადგინა სტრატეგიული გეგმა, რომელიც საჭირო იყო ყველა იმ თანამედროვე ტექნოლოგიის ინსტალაციისთვის, რომელიც დღემდე შესანიშნავად ფუნქციონირებს. კომპანია სამუშაოებს წარმართავდა 24 საათის განმავლობაში-სამ ცვლაში. შედეგად ორი თვის სამუშაო დაასრულა ათ დღეში, ეს იყო საოცრება ყველასთვის, არასოდეს დამავიწყდება. მართლაც ბრავო გლობალ ელექტრონიქსს და მის პროფესიონალურ გუნდს.

Diplomat Holding / დიპლომატ ჰოლდინგი

ნ. გორგიაშვილი
     კომპანია გლობალ ელექტრონიქსი რატომ არის ლიდერი ქართულ ბაზარზე?! მან ჩვენს სასაწყობე მეურნეობაში შეასრულა ელექტროფიკაციისა და ავტომატიზაციის სისტემების ინსტალაცია. შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ სამუშაოები აწარმოა ყველა სტანდარტის დაცვით, რაზედაც ისიც მეტყველებს, რომ სისტემები მრავალი წელია მუშაობს გამართულად და ბრწყინვალედ. მადლობა გლობალ ელექტრონიქსს. ცნობილია, რომ გლობალ ელექტრონიქსს გააჩნია მაღალი რეპუტაცია და რეიტინგი, მაგრამ მისმა ტექნიკური ჯგუფების მიერ პუნქტუალურად, პროფესიონალურად და დიდი სიზუსტით შესრულებულმა სამუშაოებმა უფრო მეტად დამარწმუნა ამაში.

Blauenstein / ბლაუნშტაიენი

რ. კერვალიშვილი
     ჩვენ დაგვჭირდა გარკევული მომსახურების შეძენა შუა ზამთარში, დიდთოვლობის დროს რაჭაში-სოფელ შარდომეთში. დავუკავშირდით რამოდენიმე კომპანიას, მაგრამ ყველასგან უარი მივიღეთ. ერთადერთი აღმოჩნდა გლობალ ელექტრონიქსი, რომელმაც ოპერატიულად გამოაგზავნა ტექნიკური ჯგუფი მიუხედავად გზად მრავალი დაბრკოლებისა, მოგვაწოდა ელექტრო საქონელი და დაგვიმონტაჟა ციფრული სისტემები. პროდუქციაც მაღალი ხარისხის აღმოჩნდა და წლების განმავლობაში შეუფერხებლად მუშაობს. გლობალ ელექტრონიქსი ნამდვილად გამორჩეულია. შესანიშნავია, რომ არსებობს ასეთი კომპანია. მადლობას ვუხდით საუკეთესო მომსახურებისთვის.

NIKORA / ნიკორა

შ. ღაღანიძე
     ჩვენ, ერთერთი ობიექტისთვის, სასწრაფოდ დაგვჭირდა საპროექტო დოკუმენტაციის დამზადება და გლობალ ელექტრონიქსს მივმართეთ. გარდა იმისა, რომ ამ კომპანიამ თავი გამოიჩინა პუნქტუალობის თვალსაზრისით, მუშაობის პერიოდში გაგვაოცა მისმა ავანგარდულმა იდეებმა და დინამიურობამ, რაც აისახა კიდეც პროექტის საბოლოო სახეზე. ბრწყინვალე ნამუშევარი მივიღეთ. ამის შემდეგ მასთან დავიწყეთ თანამშრომლობა მომსახურებისა და საქონლის მოწოდების სფეროშიც. გლობალ ელექტრონიქსს ყოველთვის გამოვარჩევთ თავისი ასორტიმენტით, კულტურითა და პროფესიონალიზმით. ის სამართლიანად იმსახურებს ლიდერობას.

EVEX / ევექსი
მ. გაბელია
     გადავწყვიტეთ ჩვენს კლინიკებში დაგვემონტაჟებინა სანქცირებული დაშვების სისტემები. დავუკავშირდით რამოდენიმე კომპანიას, და მათ შორის გასაოცარი პრეზენტაბელურობით წარმოგვიდგა კომპანია გლობალ ელექტრონიქსი. გავაკეთეთ პირველი შეკვეთა. აღფრთოვანებული დავრჩით, როცა ვიხილეთ მისი პუნქტუალობა, ოპერატიულობა და პროფესიონალიზმი. საოცარი იყო მისი დამოკიდებულება უკვე გარემონტებულ ინტერიერში ესთეტიკის მიმართ, აღარ ვსაუბრობ ტექნიკურ მხარეზე, რა დროსაც დამონტაჟებული სისტემების ტესტირება განახორციელა 12 საათის განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ აპარატურა წარმოადგენდა მსოფლიო ბრენდის ნაწარმს. ჩვენ ვაგრძელებთ მასთან თანამშრომლობას, როგორც ერთერთ სანიმუშო კომპანიასთან. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ გლობალ ელექტრონიქსი გამორჩეული კომპანიაა. მას გააჩნია ლიდერისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება. მადლობა გლობალ ელექტრონიქსს.


                                                                                                                                                                                                                                     -----  -----  -----

© 2003 - 2024. GLOBAL ELECTRONICS LTD. All rights reserved. ყველა უფლება დაცულია კანონით.