ყველა აპლიკანტის საყურადღებოდ !
გთხოვთ, CV-ში განათავსოთ ფოტოსურათი და მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
გლობალ ელექტრონიქსს ესაჭიროება გაყიდვების მენეჯერი ოფისში. დოკუმენტაციის მიღების ვადა: 2024.12.01 - 2024.12.31
- - უნდა იყოს მდედრობითი სქესის.
- - უნდა გააჩნდეს გამართული მეტყველება ქართულ ენაზე, სასურველია ფლობდეს ინგლისურ ენასაც.
- - უნდა გააჩნდეს დამუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი როგორც სამსახურეობრივ საქმიანობაში, ისე პირად ცხოვრებაში.
- - უნდა გააჩნდეს სიტუაციების სრულად მართვის უნარი, იყოს გაბედული და კონსტრუქციული.
- - უნდა იყოს დახვეწილი, კომუნიკაბელური და თავისუფლად შეეძლოს ადამიანებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება.
- - უნდა ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს, ინტერნეტს.
- - უნდა გააჩნდეს განსაკუთრებული მიმზიდველობა თანამედროვე ციფრული ტექნიკისა და ელექტრო ტენოლოგიების მიმართ.
- - უნდა იყოს მშვიდი, გაწონასწორებული და შრომისმოყვარე.
- - სამუშაო დღეებია- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10.00-18.00სთ-მდე, შაბათს 10.00-14.00სთ-მდე. გამოსასვლელი დღე- კვირა.
დაინტერესების შემთხვევაში-
...თქვენ უნდა გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@globalelectronics.ge, ან მოიტანოთ მისამართზე: ქ.თბილისი, ვაზისუბანი, ნიკო მუსხელიშვილის #26. თქვენი CV განთავსდება ჩვენს მონაცემთა ბაზაში, თქვენი კანდიდატურა განიხილება ერთი კვირის განმავლობაში და დამაკმაყოფილებელი მონაცემების შემთხვევაში დაგიკავშირდებათ კომპანიის თანამშრომელი ელექტრონული ფოსტით ან თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.