28/03/2025  17:43:19
GLE-67DDT9 პროგრამული მოდული ზარებისთვის

GLE-67DDT9 პროგრამული მოდული ზარებისთვის

ციფრული პროგრამული მოდული GLE-67DDT9 გამოიყენება სკოლის, სასწავლებლების, საწარმოების ზარებისა და სხვა ელექტრო მოწყობილობების ავტომატური მართვისთვის

მაგალითად, როგორ გამოიყენება ციფრული პროგრამული მოდული (კომპლექტაციით) GLE-67DDT9 სკოლებისთვის.


წარმოდგენილი ციფრული პროგრამული მოდული არის თანამედროვე HI კლასის ელექტრო მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ელექტრო სისტემების, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებების ზარების ავტომატური მართვისთვის.


ის გამოირჩევა მარტივი პროგრამირების შესაძლებლობით, რომელშიც შეგიძლიათ მონიშნოთ კვირის დღეები, დღის განმავლობაში 1-დან 16-მდე დრო(საათი და წუთი) და 1-დან 59 წამამდე ზარის ჩართვის ხანგრძლივობა (როგორც წესი, სკოლაში ზარის ხანგრძლივობა სტანდარტულად განისაზღვრება 7 წამით). შესაბამისად, შეგიძლიათ დააპროგრამოთ სასკოლო გაკვეთილების განრიგი 1-დან  8 გაკვეთილის ჩათვლით, რა დროსაც ზარი ავტომატურად დაირეკება ყოველი გაკვეთილის დაწყებისა და დამთავრების დროს.


პროგრამულ მოდულს გააჩნია ავტონომიური კვება, აგრეთვე თხევადკრისტალური LCD ეკრანი, რომელიც ავტომატურად ჩაირთვება ნებისმიერ ღილაკზე თითის დაჭერის დროს, ხოლო მანიპულაციის შეწყვეტისას გაითიშება რამდენიმე წამში და გადავა მიძინების რეჟიმში, თუმცა ასეთ შემთხვევაში მის მეხსიერებაში რჩება ყველა შეყვანილი(ჩაპროგრამებული) მონაცემი და მუშაობას განაგრძობს კალენდარი და საათი. ეკრანი მუდმივად ჩართულია მხოლოდ მაშინ, თუ მას მიეწოდება ელექტრო ენერგია AC220V.


პროგრამული მოდულის ავტონომიური კვების ხანგრძლივობა განისაზღვრება დაახლოებით 5 წლით. შემდგომ შესაძლებელია კვების ბატარეის შეცვლა ახლით.

შენიშვნა 1:    პროგრამული მოდულის გამართული მუშაობისთვის საჭოროა ელექტრო ენერგია AC180V-დან მაქსიმუმ AC230V-მდე. ძაბვის სხვა მახასიათებელმა (არასტაბილურმა ძაბვამ) შესაძლოა გამოიწვიოს მისი დაზიანება. არ არის რეკომენდებული მისთვის ძაბვის სისტემატური მიწოდება-შეწყვეტა (ჩართვა-გამორთვა). მისი (კონტაქტების) დატვირთვა შესაძლებელია მაქსიმუმ 10A-ით, ანუ დაახლოებით 2000 ვატით, თუმცა სასურველია დაიტვირთოს არაუმეტეს (ნომინალური) სიმძლავრით- 1000 ვატით. (ცნობისთვის- მაგალითად, თუ ერთი ცალი სასკოლო ზარის სიმძლავრე დაახლოებით შეადგენს 60 ვატს, მაშინ პროგრამულ მოდულს შეგიძლიათ პარალელურად შეურთოდ დაახლოებით 15 ცალი სასკოლო ზარი, მეტის შემთხვევაში კი საჭირო იქნება დამატებით მაღალი სიმძლავრის რელეს გამოყენება).

შენიშვნა 2:    როგორც აღინიშნა, ციფრულ პროგრამულ მოდულში (კომპლექტაციით) GLE-67DDT9 -ში შესაძლებელია 16დროის ჩაწერა მაქსიმუმ  8 გაკვეთილისთვის, მაგრამ თუ სკოლაში არის მეორე ცვლის გაკვეთილებიც და მისი ოდენობა სცდება 8-ს, მაშინ აღნიშნული პროგრამული მოდული უნდა ჩანაცვლდეს მოდელით GLE-67DDT0, რომელშიც შესაძლებელია ჩაპროგრამირდეს 25 დრო (12,5გაკვეთილისთვის), რა დროსაც გამოიყენება პროგრამირების განსხვავებული წესი პირველისგან განსხვავებით.

© 2003 - 2025. GLOBAL ELECTRONICS LTD. All rights reserved. ყველა უფლება დაცულია კანონით.
TOP.GE